N 163 - 23/04/2026 - „მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №163
2026 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
„მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №463 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/10/2016, 200250000.10.003.019529) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მომსახურებათა ნუსხის, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს“:
1. მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:
„141. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის (მათ შორის, იჯარის, ქირავნობისა და აღნაგობის) უფლებით გადაცემა.“.
2. მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ამ ნუსხის პირველ – 141 პუნქტებში ჩამოთვლილი მომსახურებების გარდა, ნებისმიერი სახის მომსახურება, თუ ამ სახეობათა მომსახურებ(ებ)ის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება თიზ-ის საწარმოს წლიური შემოსავლის ან ხარჯის (მისი არჩევით) 2%-ს.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე