სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა N 1701

1701 სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა - (ძალადაკარგული) 12.08.2010
№ დოკუმენტი 1701
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა N 1701

ფაქტობრივი გარემოებები

•საგადასახადო წლიურ დეკლარაციაში პირს სრულად არ ჰქონდა ასახული შეძენილი მარაგები, რაც დადასტურდა სსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციით

•პირი არის დღგ-ის გადამხდელი

შეფასება

•პირს დეკლარაციაში აუსახავი მარაგები ჩაეთვლება შეძენილ მარაგებში და ასევე, საბაზრო ფასებით მიწოდებაშიც საგადასახადო წლის ბოლოსთვის (დეკემბერი), როგორც დამატებული ღირებულების, ისე მოგების გადასახადის მიზნებისათვის

ღონისძიებები

•დაზუსტდება დასაბეგრი შემოსავალი, მოგების გადასახადი და დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა

•დეკლარაციებში (დღგ-ის, მოგების გადასახადის) გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება (სსკ-ის 132-ე მუხლი)