N 1741-Vმს-XIმპ - 23/06/2026 - საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 441 მუხლის:
ა) „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) MSC-MEPC.5/Circ.16 ცირკულარი – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2022 წლის 24 იანვრის ცირკულარი ადმინისტრაციის სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციებისთვის უფლებამოსილების გადაცემის ხელშეკრულების მოდელის შესახებ;“;
გ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:
„ქ1) IMO-ს MEPC.237(65) რეზოლუცია და IMO-ს MSC.349(92) რეზოლუცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2013 წლის 17 მაისის რეზოლუცია − აღიარებული ორგანიზაციების კოდექსი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2013 წლის 21 ივნისის რეზოლუცია − აღიარებული ორგანიზაციების კოდექსი;“.
2. 445 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ევროკავშირის მიერ აღიარებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. ეს პროექტი უნდა შეესაბამებოდეს MSC-MEPC.5/Circ.16 ცირკულარის მოთხოვნებს. სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს ამ ნაწილის შესაბამისად წარდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტი, მიიღოს გადაწყვეტილება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ აცნობოს განმცხადებელ ორგანიზაციას.“.
3. 4415 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4415
წერილობით შეთანხმებას საქართველოს სახელით ხელს აწერს სააგენტო, ხოლო აღიარებული ორგანიზაციის სახელით − მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. ეს შეთანხმება სრულად უნდა ეფუძნებოდეს IMO-ს MEPC.237(65) რეზოლუციის (CODE FOR RECOGNIZED ORGANIZATIONS (RO CODE)), IMO-ს MSC.349(92) რეზოლუციის (CODE FOR RECOGNIZED ORGANIZATIONS (RO CODE)) და MSC-MEPC.5/Circ.16 ცირკულარით გათვალისწინებული მოდელური ხელშეკრულების დებულებებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,23 ივნისი 2026 წ.
N1741-Vმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე