მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაცია N 1407
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაცია N 1407
ფაქტობრივი გარემოებები
•ფიზიკურმა პირმა 2006 წელს შეიძინა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა. ხოლო 2009 წლის იანვრის თვეში შეიძინა სასოფლო-სამეურნეო მიწის მეორე ნაკვეთიც
•ფიზიკურ პირს 2007-2009 წლებში დასაბეგრ მიწაზე არ წარუდგენია ქონების დეკლარაცია
•საგადასახადო ორგანოს მიერ 2007-2009 წლებში მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა ხდებოდა საჯარო რეესტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე
შეფასება
•2007 წელს, ფიზიკური პირი სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების დეკლარაციის წარუდგენლობისთვის არ ჯარიმდებოდა. ამასთან, თუ 2007 წლის კუთვნილი გადასახადი დარიცხული იქნებოდა საგადასახადო ორგანოების მიერ და შემდგომ წლებში დაბეგვრის ობიექტი არ შეიცვლებოდა, პირს უფლება ჰქონდა აღარ წარედგინა დეკლარაციები. აღნიშნულ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო წინა წლის წლიური გადასახადის ოდენობით
•2009 წელს დაბეგვრის ობიექტის რაოდენობრივ ცვლილებასთან დაკავშირებით, ფიზიკურ პირს სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი, მე-14 ნაწილების შესაბამისად ევალებოდა 2009 წლის 1 მაისისათვის წარედგინა ქონების დეკლარაცია
ღონისძიებები
•ფიზიკური პირი 2009 წელს ქონების დეკლარაციის წარუდგენლობისთვის, დაჯარიმდება სსკ-ის 131-ე მუხლის მიხედვით