ბრძანება N 3709
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3709
27.02.2023
ი/მ "-------" (ს/ნ "-------")
(ფაქტ. მის.: "-------")
2023 წლის 6 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ "-------" (ს/ნ "-------") №408776 საჩივარი (რეგ. №20344/01), რომლითაც იგი არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე დარიცხულ გადასახადს. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სატატუსით საქმიანობდა თონეში. თონის დახურვის შემდგომ, არცოდნის გამო არ განუცხადებია შემოსავლების სამსახურში და საქმიანობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდზეც ერიცხებოდა ფიქსირებული გადასახადი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2020 წლის 2 თებერვალს მოხვდა კლინიკაში და 27 დღე იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, რის შემდეგაც განუვითარდა ეპილეფსია და მიენიჭა ინვალიდობის სტატუსი. აღნიშნულის შემდგომ დარჩა უმუშევარი, მხოლოდ პენსიის ამარა, რომელიც მედიკამენტების შესაძენადაც კი არ ყოფნის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ "-------" (ს/ნ "-------") 2014 წლის 29 სექტემბერს მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი (საქმიანობის სახე - თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდება ან/და თონეთი გაწეული მომსახურება) და გაცემულია სერტიფიკატი #------ , ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა (საანგარიშო თვეზე 50 ლარი) პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებულია 2014 წლის ოქტომბრის თვიდან.
საქმიანობის შეჩერებაზე განაცხადი გადამხდელს გაკეთებული აქვს 2015 წლის 24 დეკემბერს, რომელიც განაახლა 2016 წლის 17 მაისს მისამართის ცვლილებით და იმავე საქმიანობაზე გაიცა სერტიფიკატი #------ . ი/მ "-------"(ს/ნ "-------") მიერ საქმიანობა კვლავ შეჩერებული იქნა 2019 წლის 18 თებერვლიდან, შესაბამისად გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2019 წლის მარტის თვიდან აღარ ერიცხება ფიქსირებული გადასახადი.
მომსახურების დეპარტამენტის ინფომაციით, ბარათზე ფიქსირებული გადასახადის თანხები დარიცხულია მართლზომიერად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დარიცხული ფიქსირებული გადასახადის შემცირებას ,,ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 24.06.2022 წლის N16277 ბრძანებით დამტკიცებული წესი არ ითვალისწინებს. მეწარმეს არ აქვს შეწყვეტილი საქმიანობა და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი #------- ცნობის (ფორმა #IV-100/ა) მიხედვით გადამხდელი სტაციონარში ჰოსპიტალიზირებული იყო 2020 წლის 3 იანვრიდან 2020 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში მაშინ, როდესაც საქმიანობა შეჩერებული აქვს 2019 წლის 18 თებერვლიდან და შესაბამისად აღნიშნული პერიოდიდან პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა არ მომხდარა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ "-------"(ს/ნ "-------" ) 2023 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 999.89 ლარი, საურავი 636.65 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მუხლის მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:
ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას,ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.
დამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით. „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №4-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში ან მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე ბრძანების დანართი №4-ის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი #A-------- ცნობის (ფორმა #IV-100/ა) მიხედვით გადამხდელი სტაციონარში ჰოსპიტალიზირებული იყო 2020 წლის 3 იანვრიდან 2020 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში მაშინ, როდესაც საქმიანობა შეჩერებული აქვს 2019 წლის 18 თებერვლიდან და შესაბამისად აღნიშნული პერიოდიდან პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა არ მომხდარა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე ი/მ "-------" (ს/ნ "-------" ) პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის თანხები დარიცხულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "-------" (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანს თონის დახურვის შემდგომ, არცოდნის გამო არ განუცხადებია შემოსავლების სამსახურში და საქმიანობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდზეც ერიცხებოდა ფიქსირებული გადასახადი.
ითხოვს დარიცხული გადასახადის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს საქმიანობის შეჩერებაზე განაცხადი გადამხდელს გაკეთებული აქვს 2015 წელს რომელიც განაახლა 2016 წლისმისამართის ცვლილებით და იმავე საქმიანობაზე გაიცა სერტიფიკატი.საქმიანობა კვლავ შეჩერებული იქნა 2019 წლის შესაბამისად გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2019 წლის მარტის თვიდან აღარ ერიცხება ფიქსირებული გადასახადი.
ბარათზე ფიქსირებული გადასახადის თანხები დარიცხულია მართლზომიერად.მოცემულ შემთხვევაში დარიცხული ფიქსირებული გადასახადის შემცირებას ,,ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული წესი არ ითვალისწინებს.
მეწარმეს არ აქვს შეწყვეტილი საქმიანობა და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი ცნობის მიხედვით გადამხდელი სტაციონარში ჰოსპიტალიზირებული იყო 2020 წლის 3 იანვრიდან 2020 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში მაშინ, როდესაც საქმიანობა შეჩერებული აქვს 2019 წლის 18 თებერვლიდან და შესაბამისად აღნიშნული პერიოდიდან პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა არ მომხდარა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე მომჩივანის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის თანხები დარიცხულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
951 ,956 (1)
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №4-ის : 4,6,7,