გადაწყვეტილება №23247/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23247/2/2024
23 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----------- (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ის 12.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23247/2/2024).
დავის საგანი:
1. კომპანიის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, რეალიზებული ბინის დღგ-ით დაბეგვრა;
2. ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ბინების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება და დღგ-ით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №005-237 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.04.2024 წლის №8986 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 237 291 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 129 884
ჯარიმა - 64 942
საურავი - 42 465
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონების (ბინების) რეალიზაცია, ქ. თბილისში, -------ის ქ. №-/-----ის ქ. №---ში. საწარმოს დამფუძნებლები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 27.12.2023 წლის №33366 ბრძანება და №005-237 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.04.2024 წლის №8986 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. კომპანიის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, რეალიზებული ბინის დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა ნულოვანი დეკლარაციები, ბოლო - 2022 წლის ივლისს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა ბინების რეალიზაცია (ნასყიდობის ხელშეკრულებები). შესყიდვის ხელშეკრულების დადების თარიღისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი თანხები.
მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-19 მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში, შპს „--------“-ისგან ერთი ბინა შეძენილი ჰქონდა კომპანიის დამფუძნებელს ------------ს საბაზრო ფასზე დაბალი ღირებულებით, რომელიც იმავე წელს დამფუძნებელმა გაყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირზე. შემოწმების მიერ, დამფუძნებელზე მიწოდება დაიბეგრა საბაზრო ფასით. საბაზრო ფასად განისაზღვრა დამფუძნებლის მიერ რეალიზაციისას ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი. რაც შეეხება მეორე ბინას, აღნიშნული რეალიზებული იყო ფ.პ. --------ზე 26 280 აშშ დოლარის ღირებულებით, რომელიც ამავე წელს, 2020 წლის 13 ნოემბერს ფ/პ-მ მიჰყიდა კომპანიის დირექტორს ფ/პ ----------ს იმავე ღირებულებით. ამავდროულად,--------ი წარმოადგენდა ფ.პ. --------ის მინდობილ პირს (საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მინდობილობის მიხედვით) და სრულუფლებიან წარმომადგენელს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი საქმის/გარიგების განხორციელება, მ.შ საკუთარ თავთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ზემოაღნიშნული ბინის მიწოდება ჩაითვალა დირექტორზე მიწოდებად და როგორც ურთიერთდამოკიდებულ პირზე განხორციელებული მიწოდება დაიბეგრა საბაზრო ღირებულებით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიამ 2019 წლის აპრილში ----------ზე გაყიდა ბინა 57 547 აშშ დოლარად, აღნიშნული რეალიზაცია ჩართო დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. აღნიშნული ბინა აგვისტოს თვეში დაიბრუნა უკან 44 100 აშშ დოლარად, რომელიც 2020 წლის 23 იანვარს ისევ გაყიდა 61 710 აშშ დოლარად ----------ზე. მიუთითებს, რომ აღნიშნულს ჰქონდა ფორმალური ხასიათი და არც ქონების უკან დაბრუნების დროს მომხდარა დღგ-ის თანხის კორექტირება და არც 2020 წელს რეალიზაციის ოპერაციის დაბეგვრა. ითხოვს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ბინების რეალიზაცია, რომელიც დაიბეგრა შესყიდვის ხელშეკრულების დადების თარიღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით.
მომჩივნის განმარტებით, ---------ზე ბინის რეალიზაციას ჰქონდა ფორმალური ხასიათი და არც ქონების უკან დაბრუნების დროს მომხდარა დღგ-ის თანხის კორექტირება და არც 2020 წელს რეალიზაციის ოპერაციის დაბეგვრა. ითხოვს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებას.
საბჭო განმარტავს, რომ მომჩივნის მიერ საჩივარში დასახელებულ გარემოებებზე მსჯელობა და შესაბამისად, გათვალისწინება ვერ მოხდება, ვინაიდან ეხება არაშესამოწმებელ და ამასთან, ხანდაზმულ საანგარიშო პერიოდს (2019 წელი), ვინაიდან, 22.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმდა 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე სხვა არგუმენტს ან მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, რეალიზებული ბინის დღგ-ით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ბინების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება და დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ბინების რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე არასაბაზრო ღირებულებით, კერძოდ, ფ.პ. -------ზე და დამფუძნებელზე - ფ.პ. -----------ზე (20%-იანი წილის მფლობელი).
საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული ბინები, გადაყიდვის ღირებულებით, შესაბამის პერიოდებში, ჩაითვალა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელებულ მიწოდებად. კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-19 მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში, შპს „----------“-ისგან ერთი ბინა შეძენილი ჰქონდა კომპანიის დამფუძნებელს -------------ს საბაზრო ფასზე დაბალი ღირებულებით, რომელიც იმავე წელს დამფუძნებელმა გაყიდა არაურთიერთამოკიდებულ პირზე. შემოწმების მიერ, დამფუძნებელზე მიწოდება დაიბეგრა საბაზრო ფასით. საბაზრო ფასად განისაზღვრა დამფუძნებლის მიერ რეალიზაციისას ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი. რაც შეეხება მეორე ბინას, აღნიშნული რეალიზებული იყო ფ.პ. ----------ზე 26 280 აშშ დოლარის ღირებულებით, რომელიც ამავე წელს, 2020 წლის 13 ნოემბერს ფ/პ-მ მიჰყიდა კომპანიის დირექტორს ფ/პ --------ს იმავე ღირებულებით. ამავდროულად, ---------ი წარმოადგენდა ფ.პ. ---------ის მინდობილ პირს (საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მინდობილობის მიხედვით) და სრულუფლებიან წარმომადგენელს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი საქმის/გარიგების განხორციელება, მ.შ საკუთარ თავთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ზემოაღნიშნული ბინის მიწოდება ჩაითვალა დირექტორზე მიწოდებად და როგორც ურთიერთდამოკიდებულ პირზე განხორციელებული მიწოდება დაიბეგრა საბაზრო ღირებულებით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული ჰქონდა უძრავი ქონებები ------ის მოქალაქე ფ.პ. ---------ზე. აღნიშნული პიროვნება არ წარმოადგენს კომპანიის დაკავშირებულ მხარეს. საგადასახადო ორგანომ აღნიშნულ მიწოდებაზე გამოიყენა საბაზრო ფასი, იმის გამო, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ხსენებული უძრავი ქონებების გამოსყიდვა მოახდინეს --------მა და --------მა. საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ბინების რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე არასაბაზრო ღირებულებით, კერძოდ, ფ.პ. ---------ზე და დამფუძნებელზე - ფ.პ. ---------ზე (20%-იანი წილის მფლობელი). საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის 11-ე ნაწილის და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული ბინები, გადაყიდვის ღირებულებით, შესაბამის პერიოდებში, ჩაითვალა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელებულ მიწოდებად.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივნის მიერ უძრავი ქონებების ფაქტობრივად მიწოდება მოხდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ბინების ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებად ჩათვლა, რეალიზებული ბინების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება და შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. კომპანიის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, რეალიზებული ბინის დღგ-ით დაბეგვრა;
2. ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ბინების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება და დღგ-ით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს დამფუძნებლები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №33366 ბრძანება და №005-237 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №8986 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, რეალიზებული ბინის დღგ-ით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
ხოლო,ვინაიდან მომჩივნის მიერ უძრავი ქონებების ფაქტობრივად მიწოდება მოხდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ბინების ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებად ჩათვლა, რეალიზებული ბინების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება და შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(11 „ა“); 19(1); 73(9„ბ“ ); 158(1); 159( 1„ა“ და „ბ“); 163(1.2.6 „ბ“); 164(1);
(2021 წლამდე მოქმედი) 160(„ა“); 161(1.2.8)