სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი N 1708
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი N 1708
ფაქტობრივი გარემოებები
•დღგ-ის გადამხდელი პირის მიერ 2008 წლის ბოლოსათვის დეკლარირებულია სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ნაშთი (200 000 ლარი)
•2009 წლის დეკლარაციაში წლის დასაწყისისათვის ს.მ.ფ.-ნაშთად დაფიქსირებულია 0 (ნული), რომლის რეალობა დადგენილია
•დადგენილია, რომ 2008 წლის ბოლოსათვის ნაშთად დეკლარირებული მატერიალური ფასეულობის საბაზრო ფასი შეადგენს 230 000 ლარს და ამასთან, ამ ნაშთების მიხედვით მიწოდების ოპერაციები აღრიცხული არ არის
შეფასება
•2008 წლის ბოლოსათვის დეკლარირებული ს.მ.ფ. ნაშთი უნდა ჩაითვალოს საბაზრო ფასით (230 000 ლარი) მიწოდებულად დღგ-ისა და მოგების გადასახადის მიზნებისათვის
ღონისძიებები
•პირის 2008 წლის ერთობლივი შემოსავალი:
- უნდა გაიზარდოს ს.მ.ფ.-ის საბაზრო ღირებულებით (230 000 ლარი)
- დაკორექტირდეს (შემცირდეს) ს.მ.ფ.-ის სააღრიცხვო ღირებულებით (200 000 ლარი)
•2008 წლისათვის პირს დამატებით უნდა დაერიცხოს:
-მოგების გადასახადი დასაბეგრი მოგების სხვაობაზე (30 000 ლარი)
- დღგ მთლიან თანხაზე (230 000 ლარი) 2008 წლის დეკემბრის თვის მიხედვით
•პირი დაჯარიმდება შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის (სსკ 132-ე მუხლი)