N 192 - 24/05/2012 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №192
2012 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი , მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 33-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679564084348 {margin-left: 10.9pt; margin: 0 auto !important; }„33
ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის (ჩგდ-ის) გაცემა
3 სამუშაო დღე
1 ჩგდ – 0.05 ლარი“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური