ბრძანება N 5713
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5713
23.03.2023
ი/მ "----------" (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ---------- ;
იურ. მის.: ---------- )
2022 წლის 8 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 16 სექტემბრის №17547/2/2022 გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად დაბრუნებული ი/მ "----------" (ს/ნ ----------) 2022 წლის 8 ივლისის №72339/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 აპრილის №053-1 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განხორციელებულ გაანგარიშებას, რომელიც ეხება შეძენილი სმფ-ების (გარდა აკუმულატორი) ღირებულების ფიზიკურ პირებზე გადახდილ ანაზღაურებად განხილვას და აღნიშნული საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს (3%). გადამხდელი ითხოვს თანხების ხელახლა გადაანგარიშებას და მიუთითებს, რომ საკითხის განხილვამდე მოიძიებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მეორადი აკუმულატორების დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ აკუმულატორებს იყენებდა ლითონის მოპოვების მიზნით და რეალიზაციაც ხდებოდა ფერადი ლითონის სახით, შესაბამისად მიაჩნია, რომ აღნიშნული ოპერაცია გათავისუფლებულია დღგსგან ჩათვლის უფლებით.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ერთობლივი შემოსავლის და გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშების მეთოდს და აღნიშნავს, რომ ერთობლივი შემოსავალი დათვლილია არა ფაქტობრივი ანგარიშების საფუძველზე, არამედ სხვა მსგავსი ობიექტების შემოსავლების შესაბამისად. გადამხდელი ითხოვს აღნიშნული საკითხის ხელახლა შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვალს №3345 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 8 აპრილის №8897 ბრძანება და ამავე თარიღის №053-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 305 725 ლარი, მათ შორის გადასახადი 183 275 ლარი, ჯარიმა 83 960 ლარი და საურავი 38 489 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
„1. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით, გადამხდელი ახდენს ზემოთ ნახსენები პროდუქციის შეძენას სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილით და გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 393 მუხლით, რომლის მიხედვით შემოწმების მიერ დადგენილი შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების (აკუმულატორის გარდა) ღირებულება ჩაითვალა ფიზიკურ პირებზე გადახდილ ანაზღაურებად და დაიბეგრა საშემოსავლო გადახდის 3%-იანი განაკვეთით, შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადის თანხა და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
2. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მეორადი აკუმულატორების შეძენა და რეალიზაცია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ძ" ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ დღგ-ში დადგენილი შეღავათი არ ეხება მეორადი აკუმულატორების მიწოდებას, შესაბამისად ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართს და არც მათ ნარჩენებს, გადამხდელის მიერ აკუმულატორების რეალიზაციები (შესაბამისი თანხები) დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით, ხოლო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.
3. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ გამოწერილი ზედნადებების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არასწორად აქვს დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი, შესაბამისად დაკორექტირდა დეკლარირებული მონაცემები და გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი.
ასევე, განხორციელდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული შეძენილი სასაქონლომატერიალური მარაგების ანალიზი, ვინაიდან შემოწმებისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი შეძენის დამადასტურებელი ვერანაირი დოკუმენტი, (სასაქონლო ზედნადები, შესყიდვის აქტი, ჯართის ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი) შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე და 73-ე მუხლებით, რომელთა შესაბამისად, შეძენილი მარაგების ღირებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადამხდელის მიერ გამოწერილ ზედნადებებში დაფიქსირებული სხვადასხვა სახეობის ფერადი ლითონის და აკუმულატორების ჯართის შეძენის ღირებულებად აღებული იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მონაცემები (ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების აუდირებული მონაცემები), რამაც გამოიწვია დეკლარირებული მონაცემების ცვლილება, შესაბამისად გადამხდელს დაუკორექტირდა გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა.
შემოწმების მიერ სხვა ხარჯების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არასწორად აქვს დეკლარირებული სხვა გამოსაქვითი ხარჯები, კერძოდ, ხარჯებში ასახული არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი, აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სს "----------" უფიქსირდება სესხის პროცენტის გადახდა, რაც ასევე არ არის ასახული და გამოქვითული წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში, აღნიშნულის შესაბამისად გადამხდელს დაუკორექტირდა წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები და გაეზარდა გამოსაქვითი ხარჯი.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელს გაეზარდა დასაბეგრი შემოსავალი, შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შეძენის დამადასტურებელი ვერანაირი დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, შესყიდვის აქტი, ჯართის ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი). შესაბამისად, შეძენილი სმფ-ების ღირებულება წლების მიხედვით გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით, აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, კერძოდ, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების მონაცემების გამოყენებით.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამავე ქვეპუნქტის შენიშვნის მიხედვით, ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით განსაზღვრულია სასაქონლო ნომენკლატურა, რომლის მიხედვით, ლითონები, კონკრეტულად კი არაძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი წარმოდგენილია XV კარში, ხოლო ამავე ბრძანების შესაბამისად, მეორადი აკუმულატორი წარმოდგენილია XVI კარში, კერძოდ, 85-ე ჯგუფში. (ელექტრული მანქანები და მოწყობილობები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა მეორადი აკუმულატორების შეძენას და რეალიზაციას. შესაბამისად, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გამოწერილი ზედნადებების ანალიზის მიხედვით გადამხდელს არასწორად ჰქონდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი, შესაბამისად დაკორექტირდა დეკლარირებული მონაცემები და გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი. ასევე, ვინაიდან შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შეძენის დამადასტურებელი ვერანაირი დოკუმენტი, გადამხდელის ხარჯების გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არასწორად აქვს დეკლარირებული გამოსაქვითი ხარჯები. გადამხდელს გაეზარდა გამოსაქვითი ხარჯი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განხორციელებულ გაანგარიშებას, რომელიც ეხება შეძენილი სმფ-ების (გარდა აკუმულატორი) ღირებულების ფიზიკურ პირებზე გადახდილ ანაზღაურებად განხილვას და აღნიშნული საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს (3%). გადამხდელი ითხოვს თანხების ხელახლა გადაანგარიშებას და მიუთითებს, რომ საკითხის განხილვამდე მოიძიებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მეორადი აკუმულატორების დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ აკუმულატორებს იყენებდა ლითონის მოპოვების მიზნით და რეალიზაციაც ხდებოდა ფერადი ლითონის სახით, შესაბამისად მიაჩნია, რომ აღნიშნული ოპერაცია გათავისუფლებულია დღგსგან ჩათვლის უფლებით.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ერთობლივი შემოსავლის და გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშების მეთოდს და აღნიშნავს, რომ ერთობლივი შემოსავალი დათვლილია არა ფაქტობრივი ანგარიშების საფუძველზე, არამედ სხვა მსგავსი ობიექტების შემოსავლების შესაბამისად. გადამხდელი ითხოვს აღნიშნული საკითხის ხელახლა შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელი ახდენს ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების შეძენას სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან. საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის და გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 393 მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ დადგენილი შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების (აკუმულატორის გარდა) ღირებულება ჩაითვალა ფიზიკურ პირებზე გადახდილ ანაზღაურებად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 3%- იანი განაკვეთით. მომჩივანი ადასტურებს, რომ წარმოადგენს ლითონების შემძენ პირს, თუმცა არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებულ გაანგარიშებებს და ითხოვს საკითხის ხელახლა განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა მეორადი აკუმულატორების შეძენას და რეალიზაციას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, დღგ-ში დადგენილი შეღავათი არ ეხება მეორადი აკუმულატორების მიწოდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართს და არც მათ ნარჩენებს, მეწარმის მიერ აკუმულატორების რეალიზაცია მართლზომიერად დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, მომჩივანს მართებულად დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
3. გადასახადის გადამხდელს არასწორად ჰქონდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი. შესაბამისად, დაკორექტირდა დეკლარირებული მონაცემები, რამაც გამოიწვია მომჩივნის ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. ამასთან, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შეძენის დამადასტურებელი ვერანაირი დოკუმენტი. შესაბამისად, მეწარმის ხარჯების გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს დეკლარირებული გამოსაქვითი ხარჯები. მომჩივანს გაეზარდა გამოსაქვითი ხარჯი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი სამივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102(1„ა“); 105(1); 1333(1); 154(1); 159(1„ა“ „ბ“); 172; 275; 282(1)