ბრძანება N 18225

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.06.2019
№ დოკუმენტი 18225
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 18225

06/06/2019

შპს -----------------------

(მის: ---------------------)

2019 წლის 17 მაისის საჩივრის

არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 30 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N35) განიხილა შპს ----- საჩივარი, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 1 მაისის N13710 ბრძანების თაობაზე

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 29 მაისის N58557-21-11 სამსახურებრივი ბარათით გადმოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 19 აპრილის N11902 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----------- მიერ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის N19-06/122 ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში (მის: ქ. -----) სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება.

სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2019 წლის 19 აპრილს შედგა შემოწმების აქტი N47, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ნებართვის მფლობელის მიერ ორგანიზებულ ობიექტში განთავსებული იყო და თამაშობა მიმდინარეობდა სათამაშო აპარატზე ნომრით N1703-008, რომელზეც შემოსავლების სამსხურთან შეთანხმებულ რეგლამენტში მაქსიმალური ფსონი მითითებულია 200 ლარი, ხოლო სათამაშო აპარატზე ფიქსირდება მაქსიმალური ფსონი 120 ლარი. რომლითაც შპს ----- დაჯარიმდა 1000 (ათასი) ლარით.

შემოწმების დროს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ და ნებართვის მფლობელის წარმომადგენელთა მონაწილეობით/ჩართულობით აღნიშნული სათამაშო აპარატზე შემოწმდა თითოეული მიმდინარე თამაში და მაქსიმალური ფსონი 200 ლარი არცერთ თამაშზე არ დაფიქსირდა, რასაც ასევე ხელმოწერით ადასტურებს ნებართვის მფლობელის წარმომადგენელი შემოწმების აქტზე. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელი ვალდებულია სანებართვო პირობების შემოწმებისას შემმოწმებელს შეუქმნას სამუშაო პირობები და მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ წარუდგინოს სანებართვო პირობებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. (მათ შორის ნებართვის მფლობელი ვალდებული იყო შემოსავლების სამსახურისათვის მიეთითებინა სათამაშო აპარატზე არსებული თამაში მაქსიმალური ფსონი 200 (ორასი) ლარის ოდენობით).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნებართვის მფლობელი სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების წასვლიდან დაახლოებით 20 წუთში, აღნიშნულ ობიექტზე გამოცხადდა შპს ----- თანამშრომელი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ თამაშს სახელწოდებით „-----” გააჩნია ეგრეთწოდებული ექსტრა ბეთის ფუნქცია, რომელიც ხაზისა და ბეთის ცვლილების გარეშე აორმაგებს მაქსიმალურ ბეთს და აპარატის სენსორზე ხელის დაჭერის შემთხვევაში აღნიშნული თამაშის მაქსიმალური ფსონი შეადგენს 200 ლარს. ნებართვის მფლობელმა ასევე წარმოადგინა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო მასალა.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 1 მაისის N13710 ბრძანების გაუქმებას.

შემოსავლების სამსახური გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, თანდართულ მასალებს და დაადგინა, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, რომლის მიზანიცაა საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა.

„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის N611-N1013 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელთა მიხედვითაც შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ ნებართვის მფლობელის შემოწმება ხორციელდება სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების გზით და შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმებას ახორციელებს „სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების წასვლიდან დაახლოებით 20 წუთში, აღნიშნულ ობიექტზე გამოცხადდა შპს ----- თანამშრომელი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ თამაშს სახელწოდებით „-----” გააჩნია ეგრეთწოდებული ექსტრა ბეთის ფუნქცია, რომელიც ხაზისა და ბეთის ცვლილების გარეშე აორმაგებს მაქსიმალურ ბეთს და აპარატის სენსორზე ხელის დაჭერის შემთხვევაში აღნიშნული თამაშის მაქსიმალური ფსონი შეადგენს 200 ლარს.

ზემოაღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, ვერც ვიდეომასალით ვერ დგინდება, რამდენად შეიცვალა მაქსიმალური ფსონის ოდენობა აღნიშნულ აპარატზე, მას შემდეგ რაც შემოწმება დასრულდა და შემოწმების შედეგების შესახებ შედგა შემოწმების აქტი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შემოწმების დროს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ და ნებართვის მფლობელის წარმომადგენელთა მონაწილეობით/ჩართულობით აღნიშნული სათამაშო აპარატზე შემოწმდა თითოეული მიმდინარე თამაში და მაქსიმალური ფსონი 200 ლარი არცერთ თამაშზე არ დაფიქსირდა, რასაც ასევე ხელმოწერით ადასტურებს ნებართვის მფლობელის წარმომადგენელი შემოწმების აქტზე.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მასალების და ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა, რომ შპს ----- მიერ დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები და არ არსებობს მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 1 მაისის N13710 ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178- ე და 201-ე, მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1) შპს ----- საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2) გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6 ან ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11), ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

სადავო საკითხი

მომჩივანი აღნიშნავს რომ ერთ-ერთ თამაშს გააჩნია ეგრეთწოდებული ექსტრა ბეთის ფუნქცია, აღნიშნული თამაშის მაქსიმალური ფსონი შეადგენს 200 ლარს და ითხოვს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ბრძანების გაუქმებას

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნებართვის მფლობელის მიერ ორგანიზებულ ობიექტში განთავსებული იყო და თამაშობა მიმდინარეობდა სათამაშო აპარატზე, რომელზეც შემოსავლების სამსხურთან შეთანხმებულ რეგლამენტში მაქსიმალური ფსონი მითითებულია 200 ლარი, ხოლო სათამაშო აპარატზე ფიქსირდება მაქსიმალური ფსონი 120 ლარი. შედეგად შპს დაჯარიმდა 1000 ლარით.

შემოწმების დროს, აღნიშნული სათამაშო აპარატზე შემოწმდა თითოეული მიმდინარე თამაში და მაქსიმალური ფსონი 200 ლარი არცერთ თამაშზე არ დაფიქსირდა, ნებართვის მფლობელი სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა, რომ დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები და არ არსებობს მომსახურების დეპარტამენტის რძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შემდეგ ნორმებს: 29(1,,გ“); 371,,ე“