საგადასახადო ა/ფაქტურაში მონაცემის შეცვლა (დაამოწმა და თანხა სრულად ასახა დეკლარაციაში - ჯარიმდება 144-ე მუხლით და მყიდველს ჩათვლა არ უუქმდება) N 1121

1121 საგადასახადო ა/ფაქტურაში მონაცემის შეცვლა (დაამოწმა და თანხა სრულად ასახა დეკლარაციაში - ჯარიმდება 144-ე მუხლით და მყიდველს ჩათვლა არ უუქმდება) 28.10.2015
№ დოკუმენტი 1121
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საგადასახადო ა/ფაქტურაში მონაცემის შეცვლა N 1121

ფაქტობრივი გარემოებები

•დღგ-ის გადამხდელმა პირმა მყიდველს გამოუწერა საგადასახადო ა/ფაქტურა, რომელშიც შეცდომით იქნა შეტანილი დღგ-ის თანხა

•პირმა მყიდველისათვის საფ-ის გადაცემამდე ყველა ეგზემპლარში შეასწორა დღგ-ის თანხა და დაამოწმა ბეჭდით

•დღგ-ის დეკლარაციაში ოპერაცია სწორად არის ასახული და დაბეგრილია სრულად

შეფასება

•„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 53-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საფ-ში არასწორად (შეცდომით) შეტანილი რეკვიზიტების (დღგ-ის თანხის გარდა) გასწორების მიზნით, საფ-ის ეგზემპლარებში არასწორი მონაცემები გადაიხაზება და მათ თავზე მიეთითება დაზუსტებული მონაცემები. გადასწორების ფაქტი დასტურდება ხელმოწერით და ბეჭდით, ასეთის არსებობის შემთხვევაში

•საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში არასწორად შეტანილი მონაცემი შესაძლებელია გადასწორდეს და მასში შეტანილ იქნას სწორი მონაცემი. ამასთან, აღნიშნული არ ეხება დღგ-ის თანხის შეცდომით შეტანას. ამ შემთხვევაში, საფ-ი ექვემდებარება გაუქმებას

ღონისძიებები

•გამომწერს დაეკისრება სსკ-ის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა

•საფ-ის მიხედვით მყიდველის მიერ მიღებული ჩათვლა არ გაუქმდება

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით