N 2113-IXმს-Xმპ - 29/11/2022 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 238-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 124 ნაწილი:
„124. ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალ აქტივებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,29 ნოემბერი 2022 წ.
N2113-IXმს-Xმპ