N 3767-XIIIმს-Xმპ - 29/11/2023 - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 29.11.2023
№ დოკუმენტი 3767-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 21 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ მუხლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების შეზღუდვები არ ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,29 ნოემბერი 2023 წ.

N3767-XIIIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე