ცარიელ კონტეინერებთან დაკავშირებული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა N 1146
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ცარიელ კონტეინერებთან დაკავშირებული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა N 1146
ფაქტობრივი გარემოებები
•გადამხდელს 2005-2011 წწ განხორციელებული აქვს ე.წ. „ცარიელ კონტეინერებთან“ დაკავშირებული მომსახურება (უკან დაბრუნების მიზნით დატვირთვის, გადმოტვირთვის, შენახვის და სატრანსპორტო მომსახურება)
•გადამხდელი 2011 წლამდე პერიოდში აღნიშნულ მომსახურებას ბეგრავს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით., ხოლო 2011 წლიდან განიხილავს დღგ-ის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციად
შეფასება
•2005-2010 წწ პერიოდში „ცარიელ კონტეინერებთან“ დაკავშირებული მომსახურება განეკუთვნება საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების შემადგენელ ნაწილს და 2011 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 233-ე მუხლის შესაბამისად იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, ხოლო 2011 წლის პირველი იანვრიდან განიხილება დღგ-ის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციად
ღონისძიებები
•გადამხდელის ქმედებაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ აქვს
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით