წინა წლებში დარიცხული გადასახადების გამოქვითვა (შეიძლება გამოქვითოს მიმდინარე წელსაც) N 0249
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
წინა პერიოდში დარიცხული გადასახადების გამოქვითვა N 0249
ფაქტობრივი გარემოებები
· პირს საგადასახადო შემოწმების შედეგად წინა საანგარიშო პერიოდებზე დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი
· I ვარიანტი: პირმა დააზუსტა შესაბამისი პერიოდების მოგების დეკლარაციები და დამატებით დარიცხული ქონების გადასახადი ასახა ხარჯებში
· II ვარიანტი: პირმა დამატებით დარიცხული ქონების გადასახადი მიაკუთვნა მიმდინარე წლის ხარჯებს და შესაბამისად გამოქვითა მიმდინარე წლის ერთობლივი შემოსავლიდან, ამასთან აღნიშნულ ქმედებას არ გამოუწვევია ჯამური საგადასახადო ვალდებულებების შემცირება
შეფასება
· I ვარიანტი: საგადასახადო კანონმდებლობით პირის ქმედება მართლზომიერია
· II ვარიანტი: პირის ქმედება არ უნდა შეფასდეს საგადასახადო სამართალდარღვევად, ვინაიდან მას არ გამოუწვევია ჯამური საგადასახადო ვალდებულების შემცირება
ღონისძიებები
· არც ერთ ვარიანტში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
II ვარიანტში დაუშვებელია იმ პერიოდზე დარიცხული გადასახადების გამოქვითვა, რომელთა ხანდაზმულობის ვადა უკვე გასულია.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით