ბრძანება N 6612
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6612
26 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ ------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 24 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის და 7 მარტის სხდომებზე (ოქმები №15 და №25) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2024 წლის 24 იანვრის №87123/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №006-708 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფინანსური ოპერაციების განხილვას დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. კერძოდ, ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული ქონების მიწოდებად განხილვას და საქონლის მიწოდების ოპერაციების დაბეგვრას დღგ-ით, რომელთა დაბეგვრის დრო არ დამდგარა. განმარტავს, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას. არსებული საგადასახადო კანონდებლობისა გათვალისწინებით, ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე ქონების გადაცემა წარმოადგენს ფინანსურ მომსახურებას, რაც გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე. შემმოწმებელი კი ახდენს ფინანსური ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრას, ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი დოკუმენტის შედგენის მომენტში. ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე ქონებაზე საკუთრების უფლება გადადის გამოსყიდვის უფლების ვადის ამოწურვის მომენტში, თუ მხარეები არ თანხმდებიან გამოსყიდვის ვადის გაგრძელებაზე. დღეის მდგომარეობით არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ზემოთაღნიშნული ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია ჯერაც არ დამდგარა. მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების განკარგვის უფლების ახალ მესაკუთრეზე გადაცემის მიუხედავად ოპერაციის დასაბეგრ დროდ მიჩნეულ უნდა იქნეს შესაბამისი უძრავი ნივთის ექსპლოატაციაში შესვლის თარიღი. მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ გამორიცხავს ფაქტს, რომ ახალ მესაკუთრეს არ ჰქონდეს სრულად გადახდილი უძრავი ქონების ღირებულება, რაც დარიცხვის სიზუსტეში ეჭვის შეტანის საფუძველია.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრულ ბაზაში აღურიცხავი ბინის რეალიზაციის თანხების განხილვას ხელფასის სახით გაცემულ ანაზღაურებად. განმარტავს, რომ ბინების რეალიზაციიდან მიღებული თანხები მიმართული იქნა სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად, ასევე, აღურიცხველი რეალიზაციის თანხები გამოყენებული იქნა კერძო იპოთეკარების სავალო ვალდებულებების დასაფარად, რაც ასევე დასტურდება დოკუმენტურად. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული პროცენტის შესაბამისი თანხების დაბეგვრას მოგების გადასახადით და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიღებულ საქონელზე/მომსახურებებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე მიღებული ჩათვლის კორექტირებას. განმარტავს, რომ უცნობია, თუ რომელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს მიიჩნევს შემმოწმებელი შეუსაბამოდ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოსაყენებლად.
5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაწეული ხარჯების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და აღნიშნულ ოპერაციებზე მოგების გადასახადის დარიცხვას.
6. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №11708 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 25 მაისიდან 2022 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33075 ბრძანება და ამავე თარიღის №006-708 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 3 533 264 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 891 960 ლარი, ჯარიმა 946 080 ლარი, საურავი 695 224 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, არ წარმოუდგენია ცნობები ბანკში გახსნილი ანგარიშების შესახებ, ამონაწერები არსებული ანგარიშებიდან, ინფორმაცია დებიტორკრედიტორების შესახებ, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან გამოთხოვილ ან/და მათ ვებ პორტალებზე განთავსებულ ინფორმაციებს/დოკუმენტაციებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია აშენებს საცხოვრებელ კორპუსს. შესამოწმებელ პერიოდში მყიდველებზე საკუთრებაში გადაცემული ბინები ჩაითვალა მიწოდებად. დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილს შორის გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. კომპანიაში ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად სალაროს ნაშთი გამოვლინდა 0 ლარი. შემოწმების მიერ დღგ-ის ნაწილში დამატებით დაბეგრილი ბრუნვა, ჩაითვალა შპს „-------“-ის მიერ მიღებულ შემოსავლად და სალაროს ნულოვანი ნაშთის გათვალისწინებით ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით შპს „-------“ დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან გამოთხოვილ ან/და მათ ვებ პორტალებზე განთავსებულ ინფორმაციებს/დოკუმენტაციებს.
2020 წლის საანგარიშო პერიოდში შპს „-------“-ს ფიზიკურ პირებთან გაფორმებიული აქვს პროცენტიანი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების მიხედვით ზოგიერთი სესხის ხელშეკრულება გაუქმებულია მითითებულ ვადაში, ზოგი კი ვადის გასვლის შემდგომ პერიოდში. შემოწმებით, ფიზიკურ პირებზე ხელშეკულრების შესაბამისად გათვალისიწინებული პროცენტის შესაბამისი თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე და 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს მიღებულ საქონელზე/მომსახურებებზე გამოწერილ ზოგიერთ ფაქტურაზე არასწორად აქვს მიღებული ჩათვლა (არ დგინდება მისი გამოყენება ეკ. საქმიანობაში). შემოწმების მიერ დაკორექტირდა შპს „-------“-ის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. ასევე, გადამხდელს სხვაობაზე დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
5. ბანკებიდან მიღებული საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა გადახდები, რომლის გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში არ დასტურდება და გადამხდელს არ გააჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად შედგენილი დოკუმეტაცია. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად მოგების გადასახადით დაიბეგრა აღნიშული გადახდები. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
6. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ არ არის დეკლარირებული მიწაზე ქონების გადასახადი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“-„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:
1. საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში - საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, პირის მიერ გადახდილი თანხა ჩაითვლება საკომპენსაციო თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ თანხის მიღების მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა: ა) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება; ბ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების რაოდენობა/მოცულობა; გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების ღირებულება; დ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია აშენებს საცხოვრებელ კორპუსს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან გამოთხოვილ ან/და მათ ვებ პორტალებზე განთავსებული ინფორმაციების/დოკუმენტაციების (მ.შ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების) გათვალისწინებით, შემოწმებით შესამოწმებელ პერიოდში მყიდველებზე საკუთრებაში გადაცემული ბინები ჩაითვალა მიწოდებად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახულია შემდეგი სახის თანხები: ა) მყიდველსა და შპს „-------“-ს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხის ოდენობა, რომელიც მყიდველის მიერ გადახდილია კონკრეტული თარიღისათვის. ბ) შპს ,,-------“-ის მიერ ყიდვა-გამოსყიდვის უფლების ხელშეკრულებებით რეალიზებული ისეთი ბინები, რომელთა უკან დაბრუნება შესამოწმებელ პერიოდში არ განხორციელდა საზოგადოების მიერ და ხელშეკრულებაში მითითებული იყო მყიდველის მიერ გამყიდველისათვის კონკრეტული თარიღისათვის გადახდილი თანხის ოდენობა. გ) ბანკის ამონაწერში ავანსის სახით გადახდილი თანხები, გარდა ზემოაღნიშნული გადახდებისა. შემოწმებას არ მოუხდენია პირებს შორის დადებული ხელშეკრულებების ფორმისა და შინაარსის ცვლილება, არ შეუცვლია ნასყიდობის ფასი საბაზრო ფასით (მიუხედავად საბაზრო ღირებულების და ხელშეკრულების ფასს შორის მკვეთრი სხვაობისა), დღგ-ით დაბეგვრაში არ მოხვედრილა არცერთი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიაში ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად სალაროს ნაშთი გამოვლინდა 0 ლარი. შემოწმების მიერ დღგ-ის ნაწილში დამატებით დაბეგრილი ბრუნვა, ჩაითვალა შპს „-------“-ის მიერ მიღებულ შემოსავლად და სალაროს ნულოვანი ნაშთის გათვალისწინებით ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში შპს „-------“-ს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული აქვს პროცენტიანი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. ზოგიერთი სესხის ხელშეკრულება გაუქმებულია მითითებულ ვადაში, ზოგი კი ვადის გასვლის შემდგომ პერიოდში. შემოწმებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების მომენტისათვის, ვალდებულებები ჩაითვალა შესრულებულად. შემოწმებით, ფიზიკურ პირებზე ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისიწინებული პროცენტის შესაბამისი თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს მიღებულ საქონელზე/მომსახურებებზე გამოწერილ ზოგიერთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე არასწორად აქვს მიღებული ჩათვლა (არ დგინდება მისი გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში). შედეგად შემოწმებით დაკორექტირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადამხდელთან გამოვლინდა გადახდები, რომლის გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში არ დასტურდება და გადამხდელს არ გააჩნია შესაბამისი დოკუმეტაცია. შედეგად, შემოწმებით აღნიშული გადახდები დაიბეგრა მოგების გადასახადით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მის მიერ წარდგენილია ქონების გადასახადის დეკლარაცია როგორც 2021 წელს, ასევე 2022 წელს და შესაბამისად დეკლარირებული აქვს მიწის გადასახადი. შესაბამისად გაურკვეველია შემოსავლების სამსახურის შეფასება და აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის დარიცხვისას დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი, რომელიც საჭიროებს კორექტირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლებს სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხთან დაკავშირებით შეისწავლოს ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობების გასწორება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობების გასწორება.
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:
1. ფინანსური ოპერაციების განხილვას დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.
2. ბუღალტრულ ბაზაში აღურიცხავი ბინის რეალიზაციის თანხების განხილვას ხელფასის სახით გაცემულ ანაზღაურებად.
3. ფიზიკურ პირებზე ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული პროცენტის შესაბამისი თანხების დაბეგვრას.
4. მიღებულ საქონელზე/მომსახურებებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე მიღებული ჩათვლის კორექტირებას.
5. გაწეული ხარჯების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და აღნიშნულ ოპერაციებზე მოგების გადასახადის დარიცხვას.
6. მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, არ წარმოუდგენია ცნობები ბანკში გახსნილი ანგარიშების შესახებ, ამონაწერები არსებული ანგარიშებიდან, ინფორმაცია დებიტორკრედიტორების შესახებ, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან გამოთხოვილ ან/და მათ ვებ პორტალებზე განთავსებულ ინფორმაციებს/დოკუმენტაციებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია აშენებს საცხოვრებელ კორპუსს. შესამოწმებელ პერიოდში მყიდველებზე საკუთრებაში გადაცემული ბინები ჩაითვალა მიწოდებად. დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილს შორის გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით.
2. კომპანიაში ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად სალაროს ნაშთი გამოვლინდა 0 ლარი. შემოწმების მიერ დღგ-ის ნაწილში დამატებით დაბეგრილი ბრუნვა, ჩაითვალა მომჩივანის მიერ მიღებულ შემოსავლად და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.
3. გადამხდელს ფიზიკურ პირებთან გაფორმებიული აქვს პროცენტიანი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების მიხედვით ზოგიერთი სესხის ხელშეკრულება გაუქმებულია მითითებულ ვადაში, ზოგი კი ვადის გასვლის შემდგომ პერიოდში. შემოწმებით, ფიზიკურ პირებზე ხელშეკულრების შესაბამისად გათვალისიწინებული პროცენტის შესაბამისი თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
4. გადამხდელს მიღებულ საქონელზე/მომსახურებებზე გამოწერილ ზოგიერთ ფაქტურაზე არასწორად აქვს მიღებული ჩათვლა (არ დგინდება მისი გამოყენება ეკ. საქმიანობაში). შემოწმების მიერ დაკორექტირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.
5. ბანკებიდან მიღებული საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა გადახდები, რომლის გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში არ დასტურდება და გადამხდელს არ გააჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად შედგენილი დოკუმეტაცია. აღნიშული გადახდები დაიბეგრა მოგების გადასახადით.
6. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ არ არის დეკლარირებული მიწაზე ქონების გადასახადი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 1-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობების გასწორება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(1); 101; 131; 154; 159; 175; 176; 202; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161;