გადაწყვეტილება №19879/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19879/2/2023
22.06.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------ (ს/ნ -------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----ის 2.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19879/2/2023).
დავის საგანი:
მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №21-11/------ წერილი;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11788 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა 2023 წლის 11 აპრილს მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს მიწაზე ქონების გადასახადის გაუქმების თაობაზე. მომსახურების დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №21-11/----- წერილით, მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული უარი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11788 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 203-ე მუხლზე, 205-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე, 205-ე მუხლის 131 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-13 ნაწილზე, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მიწის ნაკვეთი (ს/კ ------) რეგისტრირებულია სამი ნაკვეთის ს/კ ------ გაერთიანების შედეგად და უფლების რეგისტრაციის თარიღია 05.11.2018 წელი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის თაობაზე მისთვის ცნობილი არ ყოფილა. მიწის ნაკვეთი (ს/კ ------) წარმოადგენს სამი ნაკვეთის გაერთიანებას. აქედან ერთი ნაკვეთი მიწის რეფორმით მიიღო 1992 წელს, მეორე - სამკვიდრო მოწმობით 2009 წელს, ხოლო მესამე - 2018 წელს საკუთრების უფლების მოწმობით. შესაბამისად, ორ ნაკვეთზე არ ეკუთვნის ქონების გადასახადი. მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხულ ქონების გადასახადს და ითხოვს მის კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით, მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე; სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.
საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით განსაზღვრულია ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული დაბეგვრის ობიექტები, მათ შორის, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტში მითითებული ქონება: 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ამავე ქვეპუნქტის შენიშვნის თანახმად, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ამ ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების შემთხვევებშიც.
სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 12.06.2023 წლის 21-11/----- წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანს 2019-2020 წლების მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხული აქვს საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე 25.08.2021 წელს (83-83 ლარის ოდენობით), -----ის მუნიციპალიტეტის სოფ. ------ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე (1,0895 ჰა.) (ს/კ -------), ხოლო 2021-2022 წწ. გადასახადი დარიცხულია სსკ-ს 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად-ავტომატურ რეჟიმში. აღნიშნული მიწის ნაკვეთი (ს/კ ------) რეგისტრირებულია სამი ნაკვეთის გაერთიანების შედეგად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია შემდეგი:
- საკუთრების უფლების მოწმობა №------, დამოწმების თარიღი 12.10.2018, ------ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისია.
- სამკვიდრო მოწმობა №-----, დამოწმების თარიღი 15.06.2009; - მიღება ჩაბარების აქტი№ -------
2019 წლის 1 თებერვლის თარიღით შედგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერში ასევე მითითებულია მიწის ნაკვეთის (ს/კ ------) წინა ნომრები: --------, ----- და -------..
მიწის საკადასტრო კოდი -----. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (საკუთრების უფლების მოწმობა N------, დამოწმების თარიღი 12.10.2018, -----ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისია);
მიწის საკადასტრო კოდი -------. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (მიღება ჩაბარების აქტი N--------);
მიწის საკადასტრო კოდი ------. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სამკვიდრო მოწმობა N------, დამოწმების თარიღი 15.06.2009). მომჩივანი ითხოვს დარიცხვის განხორციელებას მხოლოდ -------- ნაკვეთზე, ვინაიდან საკუთრების უფლება წარმოიშვა 2004 წლის 1 მარტის შემდეგ, კერძოდ 5.11.2018 წელს. საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით მომჩივნის საკუთრებაში არსებობდა შემდეგი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (ნაკვეთის წინა ნომრები - --------- და ----------). ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, მხარეთა არგუმენტების და საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ------- და --------- (ნაკვეთის წინა ნომრები) უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11788 ბრძანება;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი გაავრცელოს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებზე, რომელიც მომჩივნის საკუთრებაში ფიქსირდება 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით;
4. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მოახდინოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება (შემცირება);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხულ ქონების გადასახადს და ითხოვს მის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია სამი ნაკვეთის. გაერთიანების შედეგად და უფლების რეგისტრაციის თარიღია 05.11.2018 წელი.
მომჩივანმა 2023 წლის 11 აპრილს მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს მიწაზე ქონების გადასახადის გაუქმების თაობაზე. მომსახურების დეპარტამენტის 25.04.2023 წლის წერილით, მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული უარი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11788 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებზე რომელიც მომჩივნის საკუთრებაში ფიქსირდება 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 206(1,,ტ'").