მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოზე დივიდენდის განაწილება N 2624
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოზე დივიდენდის განაწილება N 2624
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X“ დაფუძნდა 2017 წელს მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მქონე საწარმო შპს „Z“-ის მიერ. აღნიშნულ წელს განხორციელებული საქმიანობიდან მიღებულმა გაუნაწილებელმა მოგებამ შეადგინა 200 000 ლარი. 2018 წლის დეკემბრის თვეში შპს „X“-მა დამფუძნებლებელ შპს „Z“-ზე გაუნაწილებელი მოგებიდან გასცა - 20 000 ლარი. საწარმოს აღნიშნულ ოპერაციაზე საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში არ მოუხდენია.
შეფასება
· სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ პუნქტის შესაბამისად, შპს „Z“ წარმოადგენს მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირს. სსკ-ის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განაწილებულ მოგებად არ ითვლება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირზე (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) დივიდენდის განაწილება.
· შესაბამისად, მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული პირისთვის დივიდენდის გაცემა მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს და შპს „Z“-ზე გაცემული 20 000 ლარიდან საწარმოს დაერიცხება და ბიუჯეტში გადასახდელი ექნება 3 529 (20 000/0,85*15%= 3 529) ლარი მოგების გადასახადი.
ღონისძიებები
· საწარმოს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად, მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით