იჯარით აღებულ ფართზე გადახდილი ქონების გადასახადი (2009 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირისაგან აღებულზე) N 1404

1404 იჯარით აღებულ ფართზე გადახდილი ქონების გადასახადი (2009 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირისაგან აღებულზე) - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 1404
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

იჯარით აღებულ ფართზე გადახდილი ქონების გადასახადი N 1404

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ 2008 წელს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნით იჯარით აიღო ფართი ფიზიკური პირისაგან

· საწარმოს საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს 2008 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია, ამასთან მასში ფიზიკური პირისაგან იჯარით აღებული ქონება ასახულია

შეფასება

· 2009 წლის პირველ იანვრამდე საწარმოს ფიზიკური პირისაგან იჯარით აღებულ ქონებაზე წარმოეშვება ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულება, სსკ-ის 281-ე მუხლის მე-18 ნაწილის შესაბამისად

ღონისძიებები

· საწარმოს დაუკორექტირდება (გაეზრდება)ქონების გადასახადის ძირითადი თანხა

· ქონების გადასახადის გაზრდილი თანხით გადაუანგარიშდება (გაეზრდება) გამოსაქვითი ხარჯი და დაზუსტდება მოგების გადასახადი

· ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, საწარმოს დაერიცხება ჯარიმა სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე