2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 127
30/04/2015
2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის
აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო
სიგარეტებზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის 12 ნაწილისა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2014 წლის 12 დეკემბრის N2949-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის, საგარეო-ეკონომიური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ ფილტრიან სიგარეტებზე, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და უფილტრო სიგარეტებზე თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე, დადგინდეს საცალო სარეალიზაციო ფასი თანდართული დანართის შესაბამისად.
ნოდარ ხადური
მინისტრი