ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვა (2011 წლამდე - შემდეგში ამორტიზაციით გამოქვითული უნდა დაკორექტირდეს სრულად გამოქვითვად) N 0245

0245 ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვა (2011 წლამდე - შემდეგში ამორტიზაციით გამოქვითული უნდა დაკორექტირდეს სრულად გამოქვითვად) - (ძალადაკარგული) 26.07.2011
№ დოკუმენტი 0245
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ძირითადი საშუალების სრულად გამოქვითვა N 0245

ფაქტობრივი გარემოებები

· 2011 წლამდე საწარმომ საგადასახადო წელს აირჩია ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვის მეთოდი სსკის 183-ე (ძვ.) მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად

· I ვარიანტი მომდევნო წელს შეძენილი/წარმოებული ძირითადი საშუალებების ნაწილი ექსპლუატაციაში შესვლისთანავე სრულად გამოქვითა, ხოლო ნაწილს – დაარიცხა ამორტიზაცია სსკ-ის 183-ე (ძვ.) მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად

· II ვარიანტი: მომდევნო წელს უსასყიდლოდ მიღებული, აგრეთვე კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შესვლისთანავე სრულად გამოქვითა

შეფასება

· I ვარიანტი საწარმოს სსკ-ის 183-ე (ძვ.) მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად უფლება არ აქვს ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვის არჩეული ნორმა შეცვალოს 5 წლის განმავლობაში

· II ვარიანტი გადასახადის გადამხდელს უფლება არ აქვს სრულად გამოქვითოს საწარმოს კაპიტალში შეტანილი ან/და უსასყიდლოდ მიღებული ძირითადი საშუალებები

ღონისძიებები

· I ვარიანტში სსკ-ის 183-ე (ძვ.) მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისი ჯგუფის მიხედვით დარიცხული ამორტიზაციის ნორმა შეიცვლება 100%- იანი გამოქვითვის ნორმით და შესაბამისად დაკორექტირდება გამოსაქვითი ხარჯები

· II ვარიანტში გადაანგარიშებას დაექვემდებარება საწარმოს კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების მიხედვით განხორციელებული 100%- იანი გამოქვითვა და დაკორექტირდება სსკ-ის 183-ე (ძვ.) მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისი ჯგუფის მიხედვით

· I და II ვარიანტში დაზუსტდება დასაბეგრი მოგება/ზარალი

· II ვარიანტში პირი დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით

აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება, როგორც საწარმოს ისე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში.

სახელმძღვანელო ვრცელდება 2011 წლამდე საგადასახადო პერიოდებზე

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით