უსასყიდლო მომსახურების მიწოდება მხოლოდ ცალკეული პირებისათვის N 0707
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
უსასყიდლო მომსახურების მიწოდება N 0707
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელი ცალკეულ კომპანიებს უწევდა მომსახურებას კომპენსაციის გარეშე
შეფასება
· პირი ახორციელებს მომსახურების უსასყიდლოდ გაწევას (კომპენსაციის გარეშე), რაც სსკ-ის 102-ე (ძვ. 175-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის) და 161-ე (ძვ.227-ე) მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადითა და დღგ-ით საბაზრო ფასებით დასაბეგრი ოეპრაციაა
ღონისძიებები
· სსკ-ის მე-18 (ძვ. 22-ე) მუხლის საფუძველზე განისაზღვრება მომსახურების საბაზრო ფასი და შესაბამისად დაზუსტდება მოგებისა და დღგ-ის დეკლარაციებში დასარიცხი თანხები (ამ შემთხვევაში საბაზრო ფასის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გამოცემა სავალდებულო არ არის)
· დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად