ბრძანება N 6000

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.03.2024
№ დოკუმენტი 6000
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6000

20 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2024 წლის 7 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 მარტის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 7 მარტის №88332/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №002-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და ითხოვს, საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №1129 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებზე მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 6 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №2592 ბრძანება და ამავე თარიღის №002-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 45 372 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 26 357 ლარი, ჯარიმა 13 179 ლარი და საურავი 5 836 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს ქონების გადასახადი მიწის ნაწილში, კერძოდ, 2021 წელს 10.8 ჰექტარი სახნავი და სხვა მიწა და 10 ჰექტარი საძოვარი მიწა, მიწის გადასახადი 1088.8 ლარის ოდენობით, ასევე, 2022 წელს 5.95 ჰექტარი სახნავი და სხვა მიწა, მიწის გადასახადი 511.7 ლარის ოდენობით, ხოლო 2023 წელს 5.95 ჰექტარი სახნავი და სხვა მიწა, მიწის გადასახადი 511.7 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული მიწები დეკლარაციის მიხედვით მდებარეობს ---------- მუნიციპალიტეტში, რომლის გადასახადის განაკვეთი ერთ ჰექტარზე შეადგენს 86 ლარს. შემოწმებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადამოწმებულ იქნა გადასახადის გადამხდელის სახელზე და მის მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწები, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ მეწარმე, ფლობს როგორც საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეუნეო მიწებს, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სახნავ მიწებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწებზე პირს გაფორმებული აქვს საიჯარო ხელშეკრულებები, კერძოდ: 2015 წლის 29 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ---------- მომსახურების ცენტრთან 15 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 730 ლარს (ს/კ ----------), 2018 წლის 16 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ---------- მომსახურების ცენტრთან 15 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება, წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 13 750 ლარს (ს/კ ----------) და 2018 წლის 16 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ---------- მომსახურების ცენტრთან 15 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება, წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 13 750 ლარს, (ს/კ ----------). იჯარით აღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწები ჯამურად შეადგენს 101.9005 ჰექტარს.

საგადასახადო შემოწმებით შედარდა პირის დეკლარირებული მონაცემები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ მონაცემებს, რომლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, საკუთრებაში არსებულ მიწაზე გამოვლინდა მიწის გადასახადში სხვაობა 2021 წელს 31.6 ლარი, ხოლო 2022-2023 წლებში 18 ლარი. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსგან იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწასთან დაკავშირებით შემოწმება მიუთითებს, რომ პირს არ აქვს დეკლარირებული 2021-2023 წლებში ქონების გადასახადში (სახნავი მიწა) 101.9005 ჰექტარი, რომლის განაკვეთი ერთ ჰექტარზე შესაბამისი რეგიონის მიხედვით შეადგენს 86 ლარს. მეწარმეს იჯარით აღებულ მიწაზე (სახნავი მიწა) 2021-2023 წლებში, თითოეულ წელს, დაერიცხა 8763.44 ლარი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა/საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და ითხოვს, საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს ქონების გადასახადი მიწის ნაწილში, კერძოდ, 2021 წელს 10.8 ჰექტარი სახნავი და სხვა მიწა და 10 ჰექტარი საძოვარი მიწა, მიწის გადასახადი 1088.8 ლარის ოდენობით, ასევე, 2022 წელს 5.95 ჰექტარი სახნავი და სხვა მიწა, მიწის გადასახადი 511.7 ლარის ოდენობით, ხოლო 2023 წელს 5.95 ჰექტარი სახნავი და სხვა მიწა, მიწის გადასახადი 511.7 ლარის ოდენობით. გადასახადის განაკვეთი ერთ ჰექტარზე შეადგენს 86 ლარს. შემოწმებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადამოწმებულ იქნა გადასახადის გადამხდელის სახელზე და მის მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწები, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ მეწარმე, ფლობს როგორც საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეუნეო მიწებს, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სახნავ მიწებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწებზე პირს გაფორმებული აქვს საიჯარო ხელშეკრულებები, კერძოდ: 2015 წლის 29 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მომსახურების ცენტრთან 15 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 730 ლარს, 2018 წლის 16 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მომსახურების ცენტრთან 15 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება, წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 13 750 ლარს და 2018 წლის 16 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მომსახურების ცენტრთან 15 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება, წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 13 750 ლარს, . იჯარით აღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწები ჯამურად შეადგენს 101.9005 ჰექტარს. საგადასახადო შემოწმებით შედარდა პირის დეკლარირებული მონაცემები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ მონაცემებს, რომლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, საკუთრებაში არსებულ მიწაზე გამოვლინდა მიწის გადასახადში სხვაობა 2021 წელს 31.6 ლარი, ხოლო 2022-2023 წლებში 18 ლარი. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსგან იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწასთან დაკავშირებით შემოწმება მიუთითებს, რომ პირს არ აქვს დეკლარირებული 2021-2023 წლებში ქონების გადასახადში (სახნავი მიწა) 101.9005 ჰექტარი, რომლის განაკვეთი ერთ ჰექტარზე შესაბამისი რეგიონის მიხედვით შეადგენს 86 ლარს. მეწარმეს იჯარით აღებულ მიწაზე (სახნავი მიწა) 2021-2023 წლებში, თითოეულ წელს, დაერიცხა 8763.44 ლარი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა/საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 275; 269.