N 3900-რს - 06/12/2018 - საქართველოს კანონი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 06.12.2018
№ დოკუმენტი 3900-რს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.017771) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბიზნესომბუდსმენი წლიურ ანგარიშს კალენდარული წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,6 დეკემბერი 2018 წ.

N3900-რს

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე