დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია N 1179

1179 დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია 10.10.2014
№ დოკუმენტი 1179
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია N 1179

ფაქტობრივი გარემოებები

· პირი ახორციელებს მედიკამენტების ექსპორტს. 2011 წლამდე საანგარიშო პერიოდში უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში პირის მიერ განხორციელებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ, მედიკამენტების ექსპორტის ჩათვლით, გადააჭარბა 100 ათას ლარს

· პირმა არ მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მოთხოვნით, რადგან მედიკამენტების ექსპორტი ჩათვალა მიწოდებად, რომელიც წარმოადგენს დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციას (ძვ. სსკ 230-ე მუხლის 1 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტი

შეფასება

· 2011 წლამდე მოქმედი სსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დღგ-ისაგან გათავისუფლება ერთიანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს.

· 2011 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით საქონლის ექსპორტი წარმოადგენს არა დღგ-ისაგან გათავისუფლებულ მიწოდებას, არამედ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით (სსკ 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 231-ე მუხლის პირველი ნაწილი ).

· იმის გათვალისწინებით, რომ პირის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა (მედიკამენტების ექსპორტის ჩათვლით) აღემატება 100 ათას ლარს, პირს წარმოექმნება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება

ღონისძიებები

· პირს დაერიცხება ბიუჯეტის კუთვნილი დღგ

· პირი დაჯარიმდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის (სსკ 282-ე მუხლის პირველი ნაწილი)

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით