ბრძანება N 17273

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.07.2024
№ დოკუმენტი 17273
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17273

23 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 23 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის №22527/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) №87050/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №001-335 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსის სახით გადახდილი თანხების სესხად დაკვალიფიცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12895 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 4 მარტიდან 2023 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბრის №33313 ბრძანება და ამავე თარიღის №001-335 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 1 281 770 ლარი, მათ შორის გადასახადი 759 338 ლარი, ჯარიმა 379 783 ლარი და საურავი 142 649 ლარი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას არარეზიდენტი კონტრაგენტი საქონლის მომწოდებლებისათვის „-------“ და „-------“-ისათვის 2022 წლის ივნისის, 2022 წლის სექტემბრის, 2023 წლის თებერვლის და 2022 წლის იანვრის თვეების საანგარიშო პერიოდებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები (1 181 024,5 ლარი) და ეს გადახდები განხილული აქვს ავანსად.

მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ საჩივარზე დართულია მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ავანსის შესახებ შეთანხმებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის მიერ მითითებულ მტკიცებულებებზე და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. კომპანიას არარეზიდენტი კონტრაგენტი საქონლის მომწოდებლებისათვის „-------“ და „-------“-ისათვის 2022 წლის ივნისის, 2022 წლის სექტემბრის, 2023 წლის თებერვლის და 2022 წლის იანვრის თვეების საანგარიშო პერიოდებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები (1 181 024,5 ლ.) და ეს გადახდები განხილული აქვს ავანსად. გარდა ზემოაღნიშნული გადახდებისა, კომპანია ამ მომწოდებლებისგან რეგულარულად ახორციელებს პროდუქციის შეძენას და შეძენილი პროდუქციის ანაზღაურებას ნაღდი ანგარიშსწორებით. იმპორტირებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას კომპანია ახორციელებს სრულად და თანხის გადახდის და პროდუქციის მიღების არცერთ ეტაპზე მომწოდებლების მიმართ დებიტორული ან კრედიტორული დავალიანებები არ გააჩნია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, მიღებული პროდუქციის ღირებულების ზემოთ განხორციელებული გადახდები შემოწმებით განხილული იქნა სესხად და არა ავანსად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შემოწმებით სესხად დაკვალიფიცირებული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. 2022 წლის იანვრის თვეში არარეზიდენტი კონტრაგენტი „-------“-ისათვის გადახდილი თანხა კომპანიას უკან დაუბრუნდა 2022 წლის ივნისის თვეში, ანუ მოხდა გაცემული სესხის უკან დაბრუნება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით სესხის თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში განხორციელდა დაბრუნებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩათვლა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტი კონტრაგენტი საქონლის მომწოდებლებისათვის „-------“ და „-------“-ისათვის 2022 წლის ივნისის, 2022 წლის სექტემბრის, 2023 წლის თებერვლის და 2022 წლის იანვრის თვეების საანგარიშო პერიოდებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები (1 181 024,5 ლ.) და ეს გადახდები განხილული აქვს ავანსად. გარდა ზემოაღნიშნული გადახდებისა, კომპანია ამ მომწოდებლებისგან რეგულარულად ახორციელებს პროდუქციის შეძენას და შეძენილი პროდუქციის ანაზღაურებას ნაღდი ანგარიშსწორებით. იმპორტირებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებს სრულად და თანხის გადახდის და პროდუქციის მიღების არცერთ ეტაპზე მომწოდებლების მიმართ დებიტორული ან კრედიტორული დავალიანებები არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული პროდუქციის ღირებულების ზემოთ განხორციელებული გადახდები შემოწმების მიერ განხილული იქნა სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

საგადასახადო შემოწმების აქტით და გადასახადის გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის იანვრის თვეში არარეზიდენტი კონტრაგენტი „-------“-ისათვის გადახდილი თანხა კომპანიას უკან დაუბრუნდა 2022 წლის ივნისის თვეში.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსის სახით გადახდილი თანხების სესხად დაკვალიფიცირების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია იმ ნაწილში, სადაც შემოწმებით არ დგინდება გადახდილი თანხების უკან დაბრუნება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, 2022 წლის იანვრის თვეში არარეზიდენტი კონტრაგენტი „-------“-ისათვის გადახდილი თანხა კომპანიას უკან დაუბრუნდა 2022 წლის ივნისის თვეში (6 თვის ვადაში) და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში კვალიფიკაციის ცვლილება არამართლზომიერია, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არარეზიდენტ მომწოდებელ, „-------“-ისათვის, ავანსის სახით გადახდილი თანხის სესხად დაკვალიფიცირების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას იმ ნაწილში, სადაც შემოწმებით დადგენილია გადახდილი თანხის შპს „-------“ უკან დაბრუნება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არარეზიდენტ მომწოდებელ, „-------“-ისათვის, ავანსის სახით გადახდილი თანხის სესხად დაკვალიფიცირების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას იმ ნაწილში, სადაც შემოწმებით დადგენილია გადახდილი თანხის შპს „-------“ უკან დაბრუნება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

სადავო საკითხს წარმოადგენს არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსის სახით გადახდილი თანხების სესხად დაკვალიფიცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიას არარეზიდენტი კონტრაგენტი საქონლის მომწოდებლებისათვის, ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები და ეს გადახდები განხილული აქვს ავანსად. გარდა ზემოაღნიშნული გადახდებისა, კომპანია ამ მომწოდებლებისგან რეგულარულად ახორციელებს პროდუქციის შეძენას და შეძენილი პროდუქციის ანაზღაურებას ნაღდი ანგარიშსწორებით. იმპორტირებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას კომპანია ახორციელებს სრულად და თანხის გადახდის და პროდუქციის მიღების არცერთ ეტაპზე მომწოდებლების მიმართ დებიტორული ან კრედიტორული დავალიანებები არ გააჩნია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, მიღებული პროდუქციის ღირებულების ზემოთ განხორციელებული გადახდები შემოწმებით განხილული იქნა სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

არარეზიდენტი კონტრაგენტი გადახდილი თანხა კომპანიას უკან დაუბრუნდა, ანუ მოხდა გაცემული სესხის უკან დაბრუნება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, შემოწმებით სესხის თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში განხორციელდა დაბრუნებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩათვლა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსის სახით გადახდილი თანხების სესხად დაკვალიფიცირების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია იმ ნაწილში, სადაც შემოწმებით არ დგინდება გადახდილი თანხების უკან დაბრუნება; აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს არარეზიდენტ მომწოდებლისათვის, ავანსის სახით გადახდილი თანხის სესხად დაკვალიფიცირების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას იმ ნაწილში, სადაც შემოწმებით დადგენილია გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ, 8);