არამატერიალური აქტივის გამოქვითვა N 0235

0235 არამატერიალური აქტივის გამოქვითვა - (ძალადაკარგული) 16.11.2010
№ დოკუმენტი 0235
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

არამატერიალური აქტივის გამოქვითვა N 0235

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმო ეწევა ბიოლოგიური პესტიციდების წარმოებას

•პესტიციდების წარმოებისა და რეალიზაციაზე მიღებულ ლიცენზიაზე (რეგისტრაციაზე) გაწეული ხარჯი საწარმომ იმავე წელს გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან

შეფასება

•ლიცენზია წარმოადგენს არამატერიალურ აქტივს, შესაბამისად, მასზე გაწეული ხარჯი საწარმოს უნდა გამოექვითა შესაბამისი ამორტიზაციის გზით

ღონისძიებები

•უნდა დაზუსტდეს საწარმოს დასაბეგრი შემოსავალი

•გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირს დაერიცხება სანქცია სსკ 132-ე მუხლით

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით