ბრძანება N 5841

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.03.2026
№ დოკუმენტი 5841
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5841

18 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------., -------)

2026 წლის 16 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 მარტის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 16 თებერვლის №100796/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 იანვრის №189152 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება სამართალდარღვევის ოქმის შედეგად დარიცხულ ჯარიმას. აცხადებს, ვინაიდან ოქტომბრის დეკლარაციის შემდგომ ბარათზე წარმოექმნა თანხის ზედმეტობა (იმპორტიდან გამომდინარე, ნაშთის არსებობის გათვალისწინებით), ჩათვალა, რომ აღნიშნული დეკლარაციის შესწავლა ეხებოდა ბარათზე არსებული დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას, რომლის დაბრუნებაც არ სურდა. ამდენად, გადამხდელმა მიიჩნია, რომ თუ მოთხოვნილ დოკუმენტაციას არ წარადგენდა, შესაბამისად, არ მოხდებოდა ოქტომბერში წარმოქმნილი დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს 400 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად შეეფარდოს გაფრთხილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის №247354312 წერილით, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, დაევალა წარედგინა შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

1.ახსნა-განმარტება საქმიანობასთან დაკავშირებით;

2.2025 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელის სახელზე საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშებიდან ამონაწერები (მათ შორის ნულოვანი);

3.2025 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის ბრუნვითი უწყისი;

4.ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მატერიალური ფორმის ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები);

5.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთების შესახებ ინფორმაცია (თანხობრივი და რაოდენობრივი) 2025 წლის პირველი ოქტომბრისა და 31 ოქტომბრის მდგომარეობით;

6.განმარტება ხელფასების გაუცემლობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. წერილი გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად 2025 წლის 24 დეკემბერს, თუმცა მითითებულ ვადაში გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამხდელის მიმართ შედგა 2026 წლის 16 იანვრის №189152 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის არ იქნა წარდგენილი 2025 წლის 16 დეკემბრის №247354312 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს ინფორმაციის წარუდგენლობისთვის დარიცხული 400 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად შეეფარდოს გაფრთხილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წერილით, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, დაევალა წარედგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. წერილი გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად, თუმცა მითითებულ ვადაში გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია. გადამხდელის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279(1)