N 308 - 01/06/2018 - „ტექნიკური რეგლამენტის − „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №308
2018 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის − „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №477 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/09/2015, 300160070.10.003.018863) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ წესის შესაბამისად, შხმ-ის დამუშავებაზე, დამზადებაზე, შეკეთებასა და მარკირებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).“.
2. დანართ №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო
მარკირების გამოყენების უფლების მინიჭების მოწმობა
№000“.
3. დანართ №2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო
შესაფუთი ხის მასალის შესაბამისობის შეფასების
აქტი № __
(ივსება შესაფუთი ხის მასალის დამამუშავებელი ბიზნესოპერატორისადმი წაყენებული ზოგადი მოთხოვნების შემოწმების მიზნით)“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე