N 2-479 - 22/04/2021 - „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 22.04.2021
№ დოკუმენტი 2-479
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-479

2021 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ39“ ქვეპუნქტი:

„ჰ39) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თევზის და თევზჭერის პროდუქტების საქართველოდან პერუს რესპუბლიკაში ექსპორტისთვის (დანართი №72).“.

2. დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №72.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და

სოფლის მეურნეობის მინისტრი

ლევან დავითაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე