N 397 - 10/10/2023 - „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №397
2023 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის №193 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2022, 010240030.10.003.023404) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ლაშა ხუციშვილი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;
მამუკა ბარათაშვილი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გიორგი მაისურაძე; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი;
მიხეილ ადეიშვილი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე – საბჭოს წევრი;
დავით მოლოდინი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე – საბჭოს წევრი;
დათო გაბლიშვილი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის საჩივრების სამმართველოს ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი;
დავით ლაშხია - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი;
შორენა გვენეტაძე;- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი;
დავით რუხაძე; საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საგადასახადო ექსპერტი – საბჭოს წევრი;
შოთა კომლაძე; ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნესასოციაციის საგადასახადო-საბაჟო მიმართულების ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი; ;
ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე