N 259 - 05/07/2023 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 05.07.2023
№ დოკუმენტი 259
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №259

2023 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 141 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მთლიანი ოდენობის რეექსპორტი.“.

2. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) მე-5 ნაწილით გათვალისწინებული „გადასახდელის გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორის“ „194“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „195“ და „196“ გრაფები:

 

#assignedTableId-1688637028348 {width:485.25pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„195

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სპორტული დანიშნულების მსუბუქი ავტომობილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (აქციზის განაკვეთი 100 ლარი)

 

196

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული კლასიკური ავტომობილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (აქციზის განაკვეთი 1.0 ლარი ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე)“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) მე-5 ნაწილის „196“ კოდის გრაფისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მუხლი 3

ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) მე-5 ნაწილის „196“ კოდის გრაფა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კაკაურიძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე