გადაწყვეტილება №17930/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.12.2022
№ დოკუმენტი 17930/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17930/2/2022

15.12.2022

გადაწყვეტილება

მომჩივანი: "-------" (ს/ნ --------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "---------" 5.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17930/2/2022).

დავის საგანი:

1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალებებზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა, საქონლის გადმოტვირთვა და განკარგვა;

2. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მეირ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 24.08.2022 წლის №EL181020 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 24.08.2022 წლის №EL181017 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 26.09.2022 წლის №24526 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 6 000 ლარი.

ჯარიმა - 5 000 ჯარიმა - 1 000

 

ფაქტების აღწერა

22.08.2022 წელს მომჩივნის მიერ №-------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის შემოტანამდე დეკლარირებულ იქნა 10 325,96 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი.

ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი, 23.08.2022 წელს შემოტანილი იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ გავლით №---------სატრანსპორტო საშუალებით, სადაც საქონლის ნაწილი გადაიტვირთა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ №------- სატრანსპორტო საშუალებაში და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციის დამუშავების გარეშე გამოწერილი იქნა აღრიცხვის მოწმობები (№----------- ; №----------) და შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით, საქონელი გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“-ის (11116) დანიშნულებით.

24.08.2022 წელს შპს "-------" №--------- განცხადებით გაირკვა, რომ №---------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებები გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებებზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა, საქონლის გადმოტვირთვა და განკარგვა.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, შედგენილი იქნა №EL181017 და №EL181020 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც №"------" სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირს – "-------" დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და თითოეული ოქმით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმები 5 000 ლარის და 1 000 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.09.2022 წლის №24526 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალება დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება, რომლის გადაზიდვის პასუხიმგებლობაც მომჩივანს ეკისრებოდა, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებებზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა, საქონლის გადმოტვირთვა და განკარგვა. შესაბამისად, ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტებს და საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 და 170-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია საბაჟო პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს „---------“-ს (ს/ნ ----------) მიერ "--------" 22/08/2022 საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელის ნაწილზე, რომელიც გადაადგილდებოდა სატრანსპორტო საშუალებით სახ. ნომერით "--------" , გამოწერილი იქნა აღრიცხვის მოწმობა D---------- (23/08/2022) და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ მიეთითა გეზი "--------" (11116). ნაცვლად ამისა სატრანსპორტო საშუალება გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქების ახსნა და საქონლის განკარგვა.

23.08.2022 წელს შემოტანილ იქნა საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ გავლით №"-------" სატრანსპორტო საშუალებით, სადაც საქონლის ნაწილი გადაიტვირთა "--------" (პ/ნ ----------) მართვის ქვეშ მყოფ №"-------" სატრანსპორტო საშუალებაში და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციის დამუშავების გარეშე გამოწერილი იქნა აღრიცხვის მოწმობები (№----------; №----------) და შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით, გაგზავნილი საქონელი უნდა ყოფილიყო გაფორმებული ეკონომიკური ზონა „--------“-ში და არა შპს „------- “(ს/ნ --------) კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებებზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა, საქონლის გადმოტვირთვა და განკარგვა. სამართლებრივი შეცდომა არის მომჩივნის დანაშაული, არასწორად აფასებს ჩადენილ ქმედებას და აღნიშნავს, რომ მეორედ აღარ გამეორდება.

როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ითხოვს გაუნულდეს ჯარიმა სხვაგვარად ვერ შეძლებს სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს;

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე;

2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.

საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო 4 ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურში არსებული პრაქტიკის და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შესასწავლად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. ამ მიზნით, შემოსვლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.09.2022 წლის №24526 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.