საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/389-19-22
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N 3/389-19-22
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 მარტი, 2022 წელი
ქუთაისის საქალაქო
სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი -ალექსანდრე ხაჭაპურიძე
მოსარჩელე – შპს "--------" (ს/ნ "--------" )
წარმომადგენელი - "---------"
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - "-------"
მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - "-------"
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 10 აგვისტოს N 21363 ბრძანება.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება N 6505/2/2018 საჩივარზე.
1.3. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს განიხილოს შპს "--------"-ის (ს/ნ "--------") საჩივარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქმის მასალებით შპს „-------- -ის “ საქმიანობის საგანს წარმოადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებების შეძენა - რეალიზაცია.
-შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს (27.04.2017 წლის N------- და 2.05.2017 წლის N --------) წერილების საფუძველზე, ჩატარდა შპს „-------- -ის“ 11.05.2016 წლიდან 30.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2017 წლის 20 ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი.
შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელს 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი დეკლარირებული აქვს 78 879 ლარის ოდენობით. შესწავლილი იქნა გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, მათ შორის ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადებები, კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეცეპტები (ფორმა N2), შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტისგან მიწოდებული და მიმდინარე კონტროლის ღონისმიებების ამსახველი მასალები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გადამხდელის სავაჭრო ობიექტიდან ამოღებული და შესაბამისი წესით დალუქული გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტი (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალი) და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების „საკონტროლო შესყიდვის“ მასალები. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის კუთვნილ ობიექტში მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება - „საკონტროლო შესყიდვა“.
მტკიცებულება:
- 2017 წლის 20.11 საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ.14-28);
3.2. საქმის მასალებით - შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2017 წლის N 31123 ბრძანება, N 081-262 „საგადასახადო მოთხოვნა“ და გადამხდელს დაერიცხა სულ 178483.39 ლარი (ძირითადი - 110456 ლარი, ჯარიმა 110456 ლარი, ჯარიმა - 55219 ლარი და საურავი - 12808.39 ლარი). გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 18.01.2018 წლის N 684 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით,აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი სარეალიზაციო ფასები გაევრცელებინა მხოლოდ აღნიშნული პროცედურის ფარგლებში შეძენილ სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობებზე, ხოლო საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მასალებით განსაზღვრული ფასნამატი გაევრცელებინა უშუალოდ იმ საქონელზე, რომელთა მიმართაც საგამოძიებო ორგანოს მხრიდან განხორციელდა საგამოძიებო
პროცედურები.სხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 30 იანვრის N 1964 ბრძანების საფუძველზე საზოგადოების მიმართ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უნდა განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მტკიცებულება:
18.01.2018 წლის N 684 ბრძანება; „საგადასახადო მოთხოვნა“ (ს.ფ.29-35);.
3.3. საქმის მასალებით - შემოსავლების სამსახურის 18.01.2018 წლის N 684 ბრძანების აღსრულების საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა, რაზეც 2018 წლის 29 იანვარს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, ამავე დეპარტამენტის მიერ გამოიცა 7.02.2018 წლის N 081- 15 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“ და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა სულ 173 481.98 ლარით. გადამხდელი აღნიშნულს არ დაეთანხმა და მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების“ სამსახურის 28.03.2018 წლის N 6872 ბრძანებით საჩივარი კვლავ ნაწილობრივ დავმაყოფილდა.
გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულება საქონლის სარეალიზაციო ფასებთან (ფასნამატთან) დაკავშირებით, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოს მიერ საგამოძიებო პროცედურების განხორციელებისას ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მასალები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მტკიცებულება:
7.02.2018 წლის No081- 15 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“ (ს.ფ.29-30);
3.4. საქმის მასალებით - შემოსავლების სამსახურის 28.03.2018 წლის N 6872 ბრძანების აღსრულების საფუძველზე, 23.04.2018 წელს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა და იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ხსენებული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელს არ წარუდგენია დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულება, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დამატებით კორექტირებას არ დაექვემდებარა, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2018 წლის N 081-56 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“ და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება კვლავ განისაზღვრა სულ 173 481.98 ლარით.
გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 10.08.2018 წლის N 21363 ბრძანებით, სსკ-ის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დატოვა განუხილველი.
მტკიცებულება:
სსიპ შემოსავლების სამსახური 10.08.2018 წლის N 21363 ბრძანება. (ს.ფ.36-37);
3.5. სსიპ შემოსავლების სამსახური 10.08.2018 წლის N 21363 ბრძანება გადამხდელმა (მოსარჩელემ) გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ განხილვის საბჭოში, რომლის 2019 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებით - დავის საგანია საჩივრის განუხილველად დატოვება სსკ 301თ. მუხლი). გადაწყვეტილების თანახმად გადამხდელს 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი დეკლარირებული აქვს 78 879 ლარის ოდენობით. შესწავლილი იქნა გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, მათ შორის ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების
დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადებები, კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეცეპტები (ფორმა N2), შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტისგან მიწოდებული და მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების ამსახველი მასალები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გადამხდელის სავაჭრო ობიექტიდან ამოღებული და შესაბამისი წესით დალუქული გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტი (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალი) საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების „საკონტროლო შესყიდვის“ მასალები. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის კუთვნილ ობიექტში მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდამიმდინარე კონტროლის ღონისძიება - „საკონტროლო შესყიდვა“.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მიმდინარე კონტროლის განხორციელების დროს დაჯარიმებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის, შესაბამისად შემოსავლები გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსკ-ის) 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ზემოაღნიშნულ ინფორმაციებზე დაყრდნობით დადგინდა 2016 წელს რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა, ხოლო შემოსავლების გაანგარიშებისთვის გამოყენებული იქნა გადამხდელთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების დროს, ასევე საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მასალებში დაფიქსირებული წამლების სარეალიზაციო ფასები, ხოლო პროდუქციაზე, რომლის სარეალიზაციო ფასების დადგენა შემოწმების ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით ვერ მოხერხდა, გავრცელდა შემოწმების შედეგად დადგენილი საშუალო შეწონილი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატი, შედეგად 2016 წლის ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 938122 ლარი. გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი და დამატებით დაიბეგრა მოგების გადასახადით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2017 წლის N 31123 ბრძანება, N 081-262 „საგადასახადო მოთხოვნა“ და გადამხდელს დაერიცხა სულ 178483.39 ლარი (ძირითადი - 110456 ლარი, ჯარიმა 110456 ლარი, ჯარიმა - 55219 ლარი და საურავი - 12808.39 ლარი). გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 18.01.2018 წლის 684 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი სარეალიზაციო ფასები გაევრცელებინა მხოლოდ აღნიშნული პროცედურის ფარგლებში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, ხოლო საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მასალებით
განსაზღვრული ფასნამატი გაევრცელებინა უშუალოდ იმ საქონელი, რომელთა მიმართაც საგამოძიებო ორგანოს მხრიდან განხორციელდა საგამოძიებო პროცედურები სხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 30 იანვრის N1964 ბრძანების საფუძველზე საზოგადოების ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უნდა განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელმა შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის ოდენობაზე და შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებაზე არაერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 18.01.2018 წლის N 684 და 28.03.2018 წლის 6872 ბრძანებებით საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული არცერთი გადაწყვეტილება გადამხდელს არ გაუსაჩივრებია. საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 18.01.2018 წლის N 684 ბრძანების აღსრულების საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა. გადამხდელი არ დაეთანხმა _ გადაანგარიშების შედეგებს და კვლავ საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 28.03.2018 წლის N 6872 ბრძანებით საჩივარი კვლავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შემოსავლების სამსახურის 28.03.2018 წლის N 6872 ბრძანების აღსრულების საფუძველზე, გადამხდელს საბჭოზე გამოთქმული არგუმენტების გათვალისწინებით, წინადადება მიეცა ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულება საქონლის სარეალიზაციო ფასებთან (ფასნამატთან) დაკავშირებით, მათ შორის საგამოძიებო ორგანოს მიერ საგამოძიებო პროცედურების განხორციელებისას ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მასალები. როგორც აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2018 წელს შემდგარი დასკვნიდან ირკვევა, ამავე ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელმა ვერ უზრუნველყო შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რის გამოც შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დამატებით კორექტირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადამხდელს მტკიცებულებების წარდგენის, შემოსავლების სამსახურის 28.03.2018 წლის 6872 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაზრდაზე არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის დეპარტამენტისათვის. ამდენად, ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა დასკვნა.
აუდიტის დეპარტამენტი 27.08.2018 წლის N ------ წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი სარეალიზაციო ფასები გავრცელდა მხოლოდ აღნიშნული პროცედურების ფარგლებში შეძენილ საქონელზე.
2. საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი
სარეალიზაციო ფასები გავრცელდა უშუალოდ იმ საქონელზე, რომელთა მიმართაც საგამოძიებო ორგანოს მხრიდან განხორციელდა საგამოძიებო პროცედურები.
3. პროდუქციაზე, რომლის სარეალიზაციო ფასების დადგენა შემოწმების ხელთ არსებულ მონაცემების მიხედვით ვერ მოხერხდა, გავრცელდა შემოწმების შედეგად დადგენილი საშუალო შეწონილი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატი 47.0% (ფასნამატი გაანგარიშდა ჩატარებული მიმდინარე კონტროლის დროს დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასებზე და საგამოძიებო სამსახურისგან მოწოდებული სარეალიზაციო ფასებზე დაყრდნობით).
კონკრეტული სარეალიზაციო ფასების მიხედვით დადგენილმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 907570 ლარი, ხოლო ფასნამატის შედეგად გაანგარიშებულმა 30552 ლარი.
ზემოაღნიშნულ ინფორმაციაში აუდიტის დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2018 წლის 18 იანვრის N 684 გადაწყვეტილების შედეგად, ფასნამატის ნაწილში გადამხდელის პოზიცია დაკმაყოფილდა საქონელზე, რომლის სარეალიზაციო ფასები ვერ დგინდებოდა, გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 57%, შედეგად არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი დაკორექტირდა და ნაცვლად 30552 ლარისა განისაზღვრა 10407 ლარით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის შედეგებით ფასნამატის გაანგარიშება განხორციელდა მხოლოდ გადამხდელის მიერ გამოცხადებული საბაზრო ფასების მიხედვით და ფასნამატის გაანგარიშებისთვის არ გამოყენებულა მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების დროს და საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი საქონლის სარეალიზაციო ფასები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საკონტროლო შესყიდვის ოქმის გათვალისწინების თაობაზე, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ოქმის წარმოდგენა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში, ვერ იქონიებდა გავლენას გადაანგარიშების შედეგებზე, ვინაიდან წარმოდგენილი საკონტროლო შესყიდვის ოქმის მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატი შეადგენს 900%-ს. კერძოდ, გადამხდელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ საკონტროლო შესყიდვის ოქმში დაფიქსირებულ შპს „N1-ში“ მიმდინარეობდა საგადასახადო შემოწმება და შემოწმებით დადგინდა, რომ საქონლის ერთეულის ფასი პირველადი დოკუმენტაციის მიხედვით შეადგენდა 0.3 თეთრს, ხოლო საკონტროლო შესყიდვის ოქმით ერთეულის სარეალიზაციო ფასი 3 ლარი იყო, შესაბამისად ფასნამატი 900%.
აუდიტის დეპარტამენტი წარმოდგენილ ინფორმაციაში აზუსტებს, რომ შემოწმების შედეგად გადამხდელის ერთობლივი შემოსავლის 99% გაანგარიშებულია კონკრეტული სარეალიზაციო ფასების მიხედვით და არა ფასნამატით, ხოლო ფასნამატი გავრცელებულია მხოლოდ იმ პროდუქციაზე (შემოსავლის 1%), რომლის სარეალიზაციო ფასების დადგენა ვერ მოხერხდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ყოველივე
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე და საქმესთან წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყველა გარემოებების შეფასების საფუძველზე საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, სსკ-ის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებული იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებაა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობის და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
3.2.2. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქესის 261 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილით სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ორივე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 41-ე, 51-ე, 296-ე, 297-ე, 299-ე, 301-ე, 304-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი
აქტის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 10 აგვისტოს N 21363 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული
შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სასარჩელო მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის შპს „---------“-ს საჩივრის განხილვის დავალება.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი
სამართლებრივ ორგანოს მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სახეებს, სამართალდარღვევის
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საქბროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.
ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად საგადასახადო დადგენილი წესით. სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით მითითებული მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულია, რომ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-122-115(2კ-13), სადაც „საკასაციო მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ- სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემოთ მითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია:
1. ნებისმიერი პირის უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს;
2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს
ნორმის შინაარსი სტრუქტურული შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო ორგანოებმა ჯეროვნად განახორციელონ მათთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობები. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, რომ წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევასთან, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად და ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, რომ დაუსრულებლად მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს საჩივარი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები ამომწურავად არის ჩამოთვლილი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლში.მათ შორის, მითითებული მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამრიგად, აღნიშნული ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს საგადასახადო ორგანოს მიერ საჩივრის განუხილველად დასატოვებლად საჩივარში მითითებულ სადავო საკითხთან დაკავშირებით ნამსჯელი უნდა ჰქონდეს იმავე საგადასახადო ორგანოს და სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული უნდა იყოს უკვე მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად და მასთან შესაბამისობაში, ამასთან, სავალდებულოა, რომ ორივე გადაწყვეტილების ადრესატი ერთი და იგივე პირი უნდა იყოს.
6.3. სასამართლო განმარტავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული წარმოება წარიმართოს წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ არგუმენტებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც თან ახლავს გადასახადის გადამხდელის უფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგადასახადო პასუხისმგებლობის გამოყენება, აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებულად არგუმენტირებული, რამეთუ პირდაპირ უკავშირდება თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის, პირის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპებს. საგადასახადო ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რატომ არ გაითვალისწინა კონკრეტული მტკიცებულებები ან პირიქით - რის საფუძველზე მიანიჭა კონკრეტულ მტკიცებულებას უპირატესობა, რატომ არ ეთანხმება გადამხდელის მითითებას და რა მტკიცებულებები უნდა წარედგინა და არ წარადგინა მხარემ, რათა გადასახადის გადამხდელისთვის გასაგები იყოს, რატომ იქნა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიღებული, რაც უზრუნველყოფს მხარის მაქსიმალურ ინფორმირებას, გაიაზროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება და გაიზიაროს იგი ან წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისად იქნება მიჩნეული მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, წარადგინოს ადმინისტრაციული საჩივარი/სარჩელი და მიუთითოს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც, მისი აზრით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განვითარებულ მსჯელობას გამორიცხავს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს გამოიკვლიოს საქმისათვის უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა
ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ინდივიდუალური დასაბუთებულობა- კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ ზოგადი მნიშვნელობას ანიჭებს
საქართველოს აქტის კანონიერებას. თვით ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.(საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე ბს- 246-243(3-14)).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-463-451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას,სტაბილურობას გარანტირებულობას,დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.
6.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს _ საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს (27.04.2017 წლის N ------- და 2.05.2017 წლის N ---------) წერილების საფუძველზე, ჩატარდა შპს „------- -ის “ 11.05.2016 წლიდან 30.01.2017 წლამდე _ საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2017 წლის 20 ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი.
დადგენილია, რომ გადამხდელს 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი დეკლარირებული აქვს 78 879 ლარის ოდენობით. შესწავლილი იქნა გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, მათ შორის ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების შესყიდვის დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადებები, კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეცეპტები (ფორმა N 2), შემოსავლების სამსახურის და მიმდინარე კონტროლის მონიტორინგის დეპარტამენტისგან მიწოდებული ღონისძიებების ამსახველი მასალები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გადამხდელის სავაჭრო ობიექტიდან ამოღებული და შესაბამისი წესით დალუქული გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტი (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალი) და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების „საკონტროლო შესყიდვის“ მასალები. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის კუთვნილ ობიექტში მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება - „საკონტროლო შესყიდვა“.
დადგენილია, რომ შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2017 წლის N 31123 ბრძანება, N 081-262 „საგადასახადო მოთხოვნა“ და გადამხდელს დაერიცხა სულ 178483.39 ლარი (ძირითადი - 110456 ლარი, ჯარიმა - 55219 ლარი და საურავი - 12808.39 ლარი). გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 18.01.2018 წლის N 684 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მიზნით, აუდიტის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი _ სარეალიზაციო ფასები გაევრცელებინა მხოლოდ აღნიშნული პროცედურის ფარგლებში შეძენილ სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობებზე, ხოლო საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მასალებით განსაზღვრული ფასნამატი გაევრცელებინა უშუალოდ იმ საქონელზე, რომელთა მიმართაც საგამოძიებო ორგანოს მხრიდან განხორციელდა საგამოძიებო პროცედურები.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 30 იანვრის N 1964 ბრძანების საფუძველზე საზოგადოების მიმართ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უნდა განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.01.2018 წლის 684 ბრძანების აღსრულების საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა, რაზეც 2018 წლის 29 იანვარს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, ამავე დეპარტამენტის მიერ გამოიცა 7.02.2018 წლის N 081-15 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“ და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა სულ 173 481.98 ლარით. გადამხდელი აღნიშნულს არ დაეთანხმა და მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 28.03.2018 წლის N 6872 ბრძანებით საჩივარი კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის ინფორმაცია/მტკიცებულება საქონლის სარეალიზაციო დაკავშირებით, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოს მიერ საგამოძიებო პროცედურების განხორციელებისას ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მასალები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქმის მასალებით - შემოსავლების სამსახურის 18.01.2018 წლის 684 და 28.03.2018 წლის N 6872 ბრძანებებით მიღებული გადაწყვეტილებები გადამხდელს გაუსაჩივრებია.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 28.03.2018 წლის N 6872 ბრძანების აღსრულების საფუძველზე, 23.04.2018 წელს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა და იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ხსენებული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელს არ წარუდგენია დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულება, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დამატებით კორექტირებას არ დაექვემდებარა, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2018 წლის N 081-56 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“ და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება კვლავ განისაზღვრა სულ 173 481.98 ლარით.
გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 10.08.2018 წლის N 21363 ბრძანებით, სსკ-ის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დატოვა განუხილველი.
აღნიშნულს არ დაეთანხმა გადასახადის გადამხდელი და საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლის 2019 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელმა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელმა შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის ოდენობაზე და შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებაზე არაერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 18.01.2018 წლის N 684 და 28.03.2018 წლის N 6872 ბრძანებებით საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული არცერთი გადაწყვეტილება გადამხდელს არ გაუსაჩივრებია.
გარდა ამისა, შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მიმდინარე კონტროლის განხორციელების დროს დაჯარიმებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის, შესაბამისად შემოსავლები გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსკ-ის) 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ზემოაღნიშნულ ინფორმაციებზე დაყრდნობით დადგინდა 2016 წელს რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა, ხოლო შემოსავლების გაანგარიშებისთვის გამოყენებული იქნა გადამხდელთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების დროს, ასევე საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მასალებში დაფიქსირებული წამლების სარეალიზაციო ფასები, ხოლო პროდუქციაზე, რომლის სარეალიზაციო ფასების დადგენა შემოწმების ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით ვერ მოხერხდა, გავრცელდა შემოწმების შედეგად დადგენილი საშუალო შეწონილი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატი, შედეგად 2016 წლის ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 938122 ლარი გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი და დამატებით დაიბეგრა მოგების გადასახადით.
სასამართლო ამოწმებს რა სარჩელის საფუძვლიანობას ფაქტობრივი და სამართლებრივი,მიაჩნია, რომ შემმოწმებლის მიერ საწარმოს შემოსავლების საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსკ-ის) 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შესახებ საფუძვლიანია, რადგან საწარმოს უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატების წესების დარღვევა, შესამოწმებელ პერიოდში საწარმო არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით, კერძოდ სსკ-ის 136-ე მუხლის შესაბამისად, რის გამოც შემოწმების მიმდინარეობისას შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე“.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ბუღალტრული აღრიცხვა არის ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის მიღების, დამუშავების და გამოყენების პროცესი დასაბუთებული შეფასებებისა და გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.
ბუღალტრული აღრიცხვა ერთადერთი მოდელია, რომელიც იძლევა ინფორმაციას საწარმოთა მთელი საფინანსო ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანო ამოწმებს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას სწორედ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე, მაგრამ შესაბამისი
შესაბამისი წინაპირობების არსებობისას,მას შეეძლო გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი, რაც გულისხმობს გარემოებითი მტკიცებულებებით საგადასახადო ვალდებულების დადგენას.
6... სარჩელის მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება არ აღსრულებულა და არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ გაუსაჩივრებია შემოსავლების სამსახურის 18.01.2018 წლის N 684 და 28.03.2018 წლის 6872 ბრძანებები, მოცემული დავის ფარგლებში განხილვის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ის ფაქტი, მოხდა თუ არა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება და 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების კანონშესაბამისობა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ შემოსავლების სამსახურის 18.01.2018 წლის N 684 ბრძანების აღსრულების საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა.
გადამხდელი არ დაეთანხმა გადაანგარიშების შედეგებს და კვლავ საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 28.03.2018 წლის 6872 ბრძანებით საჩივარი კვლავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
საგულისხმოა, რომ შემოსავლების სამსახურის 28.03.2018 წლის N 6872 ბრძანების აღსრულების საფუძველზე, გადამხდელს საბჭოზე გამოთქმული არგუმენტების გათვალისწინებით, წინადადება მიეცა ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულება საქონლის სარეალიზაციო ფასებთან (ფასნამატთან) დაკავშირებით, მათ საგამოძიებო ორგანოს მიერ საგამოძიებო პროცედურების განხორციელებისას ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მასალები. როგორც აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2018 წელს შემდგარი დასკვნიდან ირკვევა, ამავე ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელმა ვერ უზრუნველყო შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რის გამოც შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დამატებით კორექტირებას არ დაექვემდებარა.
დადგენილია, რომ გადამხდელს მტკიცებულებების წარდგენის, შემოსავლების სამსახურის 28.03.2018 წლის N 6872 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაზრდაზე არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის დეპარტამენტისათვის. ამდენად, ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა დასკვნა.
შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის არგუმენტი, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება, უსაფუძვლოა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოების მიმდინარეობის მნიშვნელოვანი ნაწილია მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება კარგავს აზრს და პირის უფლებები დაუცველი რჩება. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გულისხმობს გადაწყვეტილების საფუძველზე არა ფორმალურად რაიმე ქმედების განხორციელებასა თუ
აქტის გამოცემას, არამედ გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების შესაბამისად მოქმედებას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების დასაბუთებაზე და აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამო, დავის განმხილველი ორგანოს მითითება სსკ-ის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე სრულ შესაბამისობაშია საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
6.7. გარდა ამისა, დავის განმხილველმა ორგანომ იმავე გადაწყვეტილებაში დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა შპს -------- -ს (ს/ნ "--------") მიმართ დარიცხულ სანქციებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2 ნაწილის შინაარსისა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 27.12.2018 წლის კანონით _ საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, ვინაიდან ცვლილებებით, სანქციები, ამავე ნორმებში მითითებული პირობების არსებობისას, შემსუბუქებულია, მიზანშეწონილად მიაჩნია, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს შეფარდებული სანქციების სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N 4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლების პოზიციას, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავების განმხილველ ორგანოებში არ მომხდარა მტკიცებულებების წარდგენა და ასეთი არც საქმის სასამართლო განხილვისას იქნა წარმოდგენილია, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და ადმინისტრაციულმა დავის განმხილველმა ორგანოებმა სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს.
6.8. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით – განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც. მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძველი. შესაბამისად, სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა. ამდენად. ასევე დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის შპს "---------"-ს (ს/ნ "--------") საჩივრის განხილვის დავალების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს "-------"-ს (ს/ნ "--------") სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N 32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N 11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე
მალხაზ ჩუბინიძე
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელს 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი დეკლარირებული აქვს 78 879 ლარის ოდენობით. შესწავლილი იქნა გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, მათ შორის ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადებები, კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეცეპტები, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტისგან მიწოდებული და მიმდინარე კონტროლის ღონისმიებების ამსახველი მასალები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გადამხდელის სავაჭრო ობიექტიდან ამოღებული და შესაბამისი წესით დალუქული გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტი და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების „საკონტროლო შესყიდვის“ მასალები. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის კუთვნილ ობიექტში მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება - „საკონტროლო შესყიდვა“.ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილია ფასნამატი.
გადაწყვეტილება
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოების მიმდინარეობის მნიშვნელოვანი ნაწილია მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება კარგავს აზრს და პირის უფლებები დაუცველი რჩება. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გულისხმობს გადაწყვეტილების საფუძველზე არა ფორმალურად რაიმე ქმედების განხორციელებასა თუ
აქტის გამოცემას, არამედ გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების შესაბამისად მოქმედებას.
დასაბუთება
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.