ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი N 2315
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი N 2315
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმო ახორციელეს ხე-ტყის სანიტარულ ჭრას და ამ ჭრების ფარგლებში სარგებლობს ბუნებრივი რესურსებით
•ვარიანტი 1: საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის მიუხედავად, საწარმო 2005-2007 წლებში არ ახდენს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშების წარდგენას საგადასახადო ორგანოში
•ვარიანტი 2: შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით) 2008-2010 წლებში საწარმოს მეტი რესურსი აქვს მოპოვებული და ტყიდან ტრანსპორტირებული, ვიდრე მის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებაშია წარმოდგენილი
შეფასება
•საწარმოს ვალდებულება გააჩნდა საგადასახადო ორგანოში წარედგინა ბუნებრივი რესურსებისთვის სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშება
ღონისძიებები
•პირველ ვარიანტში: საწარმოს დაერიცხება კუთვნილი მოსაკრებელი და დაჯარიმდება 2005-2008 წლებში მოქმედი კანონმდებლობით ყოველ წარმოუდგენელ გაანგარიშებაზე სსკ-ს 137-ე მუხლით გათვალისწიენბული ჯარიმა ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის
•მეორე ვარიანტში: საწარმოს დაერიცხება კუთვნილი მოსაკრებლის თანხა და დაჯარიმდება სსკ-ს 132-ე მუხლის საფუძველზე, დეკლარაციაში/გაანგარიშებაში თანხის შემცირებისთვის