უიმედო ვალებისა და დარიცხული პირგასამტეხლოს თანხების გამოქვითვა ერთობლივი შემოსავლიდან (ვალის პატიებაზე უნდა არსებობდეს შეთანხმება) N 0303

0303 უიმედო ვალებისა და დარიცხული პირგასამტეხლოს თანხების გამოქვითვა ერთობლივი შემოსავლიდან (ვალის პატიებაზე უნდა არსებობდეს შეთანხმება) - (ძალადაკარგული) 31.08.2011
№ დოკუმენტი 0303
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

უიმედო ვალებისა და დარიცხული პირგასამტეხლოს თანხების გამოქვითვა ერთობლივი შემოსავლიდან N 0303

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ საქონლის/მომსახურების მიწოდებიდან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების თანხა, რომლის გადახდის ვადაც გასულია და რომელიც არ იქნა ანაზღაურებული, ჩამოწერა და ასახა 2009 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში. ეს თანხა წინა საანგარიშო პერიოდში შეტანილი იყო ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში

· 2009 წელს დადგენილი წესით გაფორმდა მხარეთა შორის შეთანხმება ვალის პატიების შესახებ

· ვალის პატიების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საწარმომ შეწყვიტა პირგასამტეხლოს თანხის დარიცხვა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უკვე დარიცხული თანხები ასახულია შესაბამისი წლების ერთობლივ შემოსავალში

· საწარმომ ჩამოწერილი და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული დებიტორული დავალიანებისა და 2008-2009 წლებში დარიცხული პირგასამტეხლოს თანხები საგადასახადო მიზნებისთვისაც აღიარა უიმედო ვალად და გამოქვითა 2009 წლის ერთობლივი შემოსავლიდან

შეფასება

· 2009 წელსა და შემდგომ პერიოდებში შესაბამისი დოკუმენტის გარეშე დებიტორული დავალიანების თანხა საგადასახადო მიზნებისათვის არ უნდა აღიარებულიყო უიმედო ვალად და არ უნდა გამოქვითულიყო ერთობლივი შემოსავლიდან

· საწარმოს არ უნდა გამოექვითა დარიცხული პირგასამტეხლოს თანხები ერთობლივი შემოსავლიდან

· უიმედო ვალისა და დარიცხული პირგასამტეხლოს სახით გამოქვითული თანხებით გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯები

· საწარმომ სწორად ასახა ერთობლივ შემოსავალში პირგასამტეხლოს თანხა

· ვალის პატიების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ პირგასამტეხლოს თანხის დარიცხვის შეწყვეტა საწარმოს მხრიდან მართლზომიერია

ღონისძიებები

· 2009 წლის დეკლარაციაში უნდა შემცირდეს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები დებიტორული დავალიანებისა და დარიცხული პირგასამტეხლოს სახით გამოქვითული თანხებით და შესაბამისად, უნდა დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება (ზარალი)

· მოგების წლიურ დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად

სახელმძღვანელოში წლები აღებულია პირობითად, ამასთან იგულისხმება, რომ უიმედო ვალად აღიარებისათვის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის „ა-დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები არ არსებობს.