ფიზიკურ პირებს შორის გაცემული უპროცენტო სესხი (მიმღები თანხას იყენებს ეკონომიკური საქმიანობისათვის) N 1815

1815 ფიზიკურ პირებს შორის გაცემული უპროცენტო სესხი (მიმღები თანხას იყენებს ეკონომიკური საქმიანობისათვის) 16.11.2010
№ დოკუმენტი 1815
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ფიზიკურ პირებს შორის გაცემული უპროცენტო სესხი N 1815

ფაქტობრივი გარემოებები

•გადასახადის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მეწარმე ფიზიკურ პირზე გაცემულია უპროცენტო სესხი

•სესხი გამოყენებულ იქნა მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ავტოგასამართი სადგურის რეკონსტრუქციისათვის

•სესხის გამცემს აღნიშნული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია, ხოლო სესხის მიმღებს აღნიშნული ოპერაცია წარდგენილ დეკლარაციაში არ აუსახავს

შეფასება

•სესხის გამცემს:

- უპროცენტო სესხის გაცემა უნდა ჩაეთვალოს მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად;

- უნდა წარედგინა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია

•სესხის მიმღები ფიზიკური პირის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში უნდა ასახულიყო მიღებული სარგებელი

•სესხის მიმღებს, რომელიც არ იყენებს საპროცენტო ხარჯის კაპიტალიზირების მეთოდს, უფლება აქვს მიღებული სარგებელი იმავდროულად გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან (სსკ 177. 2)

•მეწარმე ფიზიკურ პირს გადახდის წყაროსთან პროცენტზე გადასახადის დაკავების ვალდებულების მომენტი არ დადგომია

ღონისძიებები

•სესხის გამცემს:

- საბაზრო საპროცენტო განაკვეთით უნდა განესაზღვროს დასაბეგრი შემოსავალი და დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი სსკ-ის 167-ე მუხლით დადგენილი განაკვეთით

- უნდა დაეკისროს ჯარიმა სსკ-ის 130-ე და 131-ე მუხლების შესაბამისად

•სესხის მიმღების ერთობლივ შემოსავალში და გამოქვითვებში უნდა ჩაირთოს უპროცენტო სესხიდან საბაზრო საპროცენტო განაკვეთით განსაზღვრული საპროცენტო შემოსავალი (სარგებელი). შესაბამისად, სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება