N 55 - 07/02/2023 - „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №431 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №55
2023 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №431 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №431 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/09/2016, 190040000.10.003.019496) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხას“ 8541 40 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის გრაფა:
„#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684015527153 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }8901
საკრუიზო, საექსკურსიო გემები, ბორნები, სატვირთო გემები, ბარჟები და ანალოგიური მოცურავე საშუალებები მგზავრების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად
.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე