N 232 - 10/08/2010 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 10.08.2010
№ დოკუმენტი 232
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №232

2010 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებას (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 მუხლი:

„მუხლი 13. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან პირის გათავისუფლების შესახებ.“.

მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური