საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი თანხის ჩათვლა (წინა წლის გადახდილს ვერ ჩაითვლის მიმდინარე წელს) N 2407
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი თანხის ჩათვლა N 2407
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ მიიღო საქართველოს წყაროსთან დაბეგრილი პროცენტები
· პირს ამ საგადასახადო წელს მოგების გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა
· მომდევნო საგადასახადო წელს პირს წარმოეშვა მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულება
· პირმა ჩაითვალა წინა საგადასახადო წელს გადახდის წყაროსთან ბიუჯეტში გადახდილი თანხა
შეფასება
· პირს არ ჰქონდა უფლება წინა წელს გადახდის წყაროსთან ბიუჯეტში გადახდილი თანხა ჩაეთვალა მიმდინარე საგადასახადო წლის მოგების გადასახადში (სსკ 196 მუხლი)
· შემცირებულია ბიუჯეტში გადასახდელი მოგების გადასახადი
ღონისძიებები
· დაზუსტდეს მოგების გადასახადი და საწარმოს დაერიცხება კუთვნილი გადასახადი
· პირი დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე