ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა N 2527
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა N 2527
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმო „A"-მ 2014 წელს შეიძინა საქონელი (100 ერთეული) 70 ლარად (დღგ-ის ჩათვლით), რომელიც იმავე წელს სრულად მიაწოდა საწარმო „B"-ს 100 ლარად (დღგ-ის ჩათვლით), შემდგომი გადახდის პირობით. აღნიშნული ოპერაცია გადასახადის გადამხდელმა დაბეგრა დღგ-ით. წარდგენილია დღგის და მოგების გადასახადის დეკლარაცია.
· I ვარიანტი 2015 წლის აპრილში ბაზარზე ფასების შემცირების მიზეზით, შემცირდა ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა და იგი განისაზღვრა 100 ლარის ნაცვალად 90 ლარით.
· II ვარიანტი7 2015 წლის აპრილში საწარმო „A"-ს დაუბრუნდა მიწოდებული საქონლის ნაწილი (დაზიანებული, 20 ერთეული). ხელშეკრულების პირობების თანახმად, დაბრუნებულ საქონელზე საწამო „A"-ს ჯარიმის სახით დაეკისრა და გადაიხადა 0,5 ლარი თითოეულ ერთეულზე.
· I ვარიანტში: საწარმო „A"-მ კორექტირების საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერა 2015 წლის აპრილის თვეში და კორექტირების შედეგად შესამცირებელი დღგ-ის თანხა (10-(10/1,18) =1,53) ასახა აპრილის თვის დეკლარაციაში. ამასთან, 2015 წლის ერთობლივი შემოსავალი შეამცირა კორექტირების თანხით (დღგის გარეშე) (10/1,18 =8,47).
· II ვარიანტში: საწარმო „A"-მ კორექტირების საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერა 2015 წლის აპრილის თვეში და კორექტირების შედეგად შესამცირებელი დღგ-ის თანხა (20-(20/1,18) =3,06) ასახა აპრილის თვის დეკლარაციაში. პირმა 2015 წლის ერთობლივი შემოსავალი შეამცირა კორექტირების თანხით (დღგის გარეშე) (20/1,18 = 16,94) და ჯარიმის თანხით - 10 ლარით (20*0,5). ამასთან, 2015 წელს დაბრუნებული საქონელი (20 ერთეული) ასახა საბოლოო მარაგებში, 2014 წელს შეძენილი ღირებულების მიხედვით (დღგის გარეშე) (20*0,7 =14; 14/1,18 = 11,86) - 11,86 ლარად
შეფასება
· ნაწილის „გ" და „დ" ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება: გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა; დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში. ამდენად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება უნდა განხორციელდეს 2015 წლის აპრილის თვეში.
· სსკ-ის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2014 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია დაზუსტებას არ ექვემდებარება, რამდენადაც მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენისას გადასახადის გადამხდელს არ დაუშვია შეცდომა და ცვლილების (კორექტირების) გამომწვევი გარემოება დადგა დეკლარაციის წარდგენის შემდგომ.
ღონისძიებები
· ორივე ვარიანტში: პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა არ მოხდება.
ფაქტობრივ გარემოებებში იგულისხმება, რომ ადგილი არ აქვს ხელშეკრულების მოშლის ან ბათილად ცნობის ფაქტს
წლები პირობითია
II ვარიანტში იგულისხმება, რომ 2015 წელს დაბრუნებული საქონელი ამ წელს არ გაყიდულა
აღნიშნული სიტუაციური სახელმძღვანელო ასევე ეხება ფიზიკურ პირებს, რომლებიც იყენებენ დარიცხვის მეთოდს