თიზ-ის საწარმოსათვის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობა N 2656

2656 თიზ-ის საწარმოსათვის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობა 18.03.2020
№ დოკუმენტი 2656
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

თიზ-ის საწარმოსათვის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობა N 2656

ფაქტობრივი გარემოებები

· თიზ-ის საწარმომ მარკეტინგული მომსახურება გაუწია არარეზიდენტ პირს. აღნიშნული ოპერაციიდან მიღებული მოგება დივიდენდის სახით გაანაწილა დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე და არ დაბეგრა მოგების გადასახადით.

შეფასება

· სსკ-ს 25-ე მუხლის მე-7-ე ნაწილის თანახმად, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის (გარდა საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისა) გასაწევი მომსახურების სახეები, რომელიც გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ჩაითვლება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებულ ნებადართულ საქმიანობად. ამავე კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება.

· იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არ არის განსაზღვრული თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის გასაწევი მომსახურების სახეების და შესაბამისად თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი, თიზ-ის საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა არ უნდა იქნეს განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი.

ღონისძიებები

· თიზ-ის საწარმოს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაეკისრება ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2020 წლის 31 იანვრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით