ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირთა შესარჩევი ტესტირების გამოცხადების, ტესტირებაზე გამსვლელი ზღვარის დადგენის და საპრეტენზიო კომისიის შექმნის შესახებ
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება N 47253
2013 წლის 24 სექტემბერი
ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირთა შესარჩევი ტესტირების გამოცხადების, ტესტირებაზე გამსვლელი ზღვარის დადგენის და საპრეტენზიო კომისიი სშექმნის შესახებ
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 372 მუხლის 11 პუნქტის, 3715 მუხლისმე-7 პუნქტისადა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N303 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირთა შესარჩევი ტესტირების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 23 სექტემბრის N46827 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირთა შესარჩევი ტესტირების ( შემდგომში - ტესტირება) ჩატარების ორგანიზება განახორციელოს სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ, შემოსავლების სამსახურთან 2013 წლის 24 სექტემბერს დადებული N 1/485 ხელშეკრულების შესაბამისად.
2. ტესტირებაჩატარდეს 2013 წლის 19 ოქტომბერს.
3.ტესტირებაჩატარდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №11.
4. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატების რეგისტრაცია განხორციელდეს 2013 წლის 25 სექტემბრიდან, სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ვებგვერდზე - www.mofacademy.ge.
5. ტესტირებაში მონაწილეობას მიიღებს თავდაპირველად რეგისტრირებული 450 (ოთხას ორმოცდაათი) კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ტესტირებაში მონაწილეობისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
6. კანდიდატის მიერ ტესტირებაში მონაწილეობის მიღების საფასური დაფინანსდეს შემოსავლების სამსახურის მიერ.
7. ტესტირების მაქსიმალურ ქულადგანისაზღვროს 29 (ოცდაცხრა) ქულა, მათ შორის მაქსიმუმ 20 (ოცი) ქულა შესაძლებელია მიღებულ იქნას ტესტებიდან, ხოლო მაქსიმუმ 9 (ცხრა) ქულა - ღია კითხვებიდან.
8. ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღებისათვის, კანდიდატის მიერორივე ტიპის დავალებიდან (ტესტი და ღია კითხვა) დაგროვებულიქულების მარტივი საშუალო არითმეტიკული პროცენტი შეადგენს არანაკლებ 70%-ს.
9. კანდიდატთა საჩივრების განხილვის მიზნით, შემოსავლების სამსახურში შეიქმნას საპრეტენზიო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი ბაქრაძე - შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;
ბ) ლევან წითელაშვილი - შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
გ) მამუკა ტერაშვილი - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;
დ) რომან ბუღაძე - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
10. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის მოადგილეს - ეკატერინე გურგენაძეს.
11. ესბრძანებაამოქმედდესხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე