ქონების (მიწა) გადასახადი (წიაღით სარგებლობა) N 1402

1402 ქონების (მიწა) გადასახადი (წიაღით სარგებლობა) - (ძალადაკარგული) 12.08.2010
№ დოკუმენტი 1402
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ქონების (მიწა) გადასახადი N 1402

ფაქტობრივი გარემოებები

•2009 წელს წიაღით მოსარგებლე საწარმოს დაუწესდა მიწის მინაკუთვნი. ამასთან, არ წარმოუდგენია ტექზედამხედველობის ინსპექციის დასკვნა ფაქტობრივად ათვისებული მიწის ფართობის შესახებ

•I ვარიანტი: მიწის მინაკუთვნზე საჯარო რეესტრში ასახულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის უფლება

•II ვარიანტი: მიწის მინაკუთვნზე საჯარო რეესტრში ასახულია სარგებლობის უფლება ზოგადად ფორმის მიუთითებლად

•III ვარიანტში: მიწის მინაკუთვნზე საჯარო რეესტრში ასახულია არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის უფლება

•საწარმომ 2009 წელს წარდგენილ დეკლარაციაში არ ასახა დარეგისტრირებული მიწა

შეფასება

•საწარმოს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები უნდა დაებეგრა მისი ადგილმდებარეობისა და ზონის მიხედვით, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაკვეთით

ღონისძიებები

•დაერიცხა ქონების გადასახადი

•საწარმო დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლით