სააპელაციო სასამართლოს განჩინება N 3/8-128-236
📄 სრული ტექსტი
N3/8-128-236
25 მაისი, 2023 წელი
ქ. ქუთაისი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (მომხსენებელი)
ხათუნა ხომერიკი, შოთა სირაძე
სხდომის მდივანი - ირაკლი აბზიანიძე
აპელანტი (მოსარჩელე) – შპს „----------“
წარმომადგენელი - ----------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ----------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
წარმომადგეწელი - ----------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
1.აპელანტის მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ანალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1.2018 წლის 04 აპრილს შპს „----------“ წარმომადგენელმა ---------- სარჩელით მიმართა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ და მოითხოვა:
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 22 დეკემბრის No022 22 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა;
მე-2 საკითხთან (ხის მოჭრის შედეგად დარჩენილი შეშა-ვარჯის მიწოდებად განხილვა და მოგების და დღგ-ს დასაბეგრ ბაზაში ჩართვა, ბუნებრივი მოსაკრებლის დარიცხვა) და მე-3 საკითხთან (უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის, ასევე შეშა-ვარჯის მიწოდებაში ასახვა, ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის დარიცხვა)მიმართებით სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის No13169 ბრძანების ბათილად ცნობა;
მე-2 საკითხთან (ხის მოჭრის შედეგად დარჩენილი შეშა-ვარჯის მიწოდებად განხილვა და მოგების და დღგ-ს დასაბეგრ ბაზაში ჩართვა, ბუნებრივი მოსაკრებლის დარიცხვა) და მე-3 საკითხთან (უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის, ასევე შეშა-ვარჯის მიწოდებაში ასახვა, ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის დარიცხვა)მიმართებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 08 ივნისის No1661/2/2016 წლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის განჩინებით, შპს „----------“ სარჩელი განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
2.2.სარჩელი დაფუძნებული იქნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს „----------“ (შემდეგში კომპანია) წარმოადგენს ხე-ტყის მოპოვების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საწარმოს, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის No858 განკარგულების შესაბამისად მოპოკებული აქვს უფლება ---------- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 8635 ჰა ფართობი გაჯანსაღება-აღდგენას დაქვემდებარებული ტერიტორიიდან სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ ---------- განახორციელოს გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება სანიტარული ჭრების ჩატარების გზით.
კომპანიას 2009-2013 წლების განმავლობაში მოპოვებული აქვს 19 660 კუბ. მეტრი სამასალე და საშეშე მორი. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2014 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტში მითითებულია, რომ აღნიშნული მორების მოპოვების გარდა, ხის მოჭრის შედეგად რჩება შეშა-ვარჯი (საშეშე მასალა), რაც საწარმოს არ აქვს ნაჩვენები საბოლოო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში და არ აქვს ჩართული ერთობლივ შემოსავალში. საგადასახადო შემოწმების შედეგად, აღნიშნული შეშა-ვარჯი საგადასახადო ორგანომ მიიჩნია მიწოდებად, დაუქვემდებარა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში ასახვას და ასევე დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, მოპოვებული მორების შედეგად დარჩენილ შეშა-ვარჯზე (საშეშე მასალა) საგადასახადომ საწარმოს დაარიცხა ბუნებრივი რესურსის მოსაკრებელი (საშეშე განაკვეთით).
შპს „----------“ არ ეთანხმება შეშა-ვარჯის მიწოდებად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას და მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული შეშა-ვარჯი შესამოწმებელ პერიოდში ტყეში იყო განთავსებული, რასაც ნათლად ადასტურებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის 2013 წლის 20 ივნისის No14/09 ბრძანებით სააგენტოს მიერ 2013 წლის 05 ივლისს ჩატარებული რევიზია, კერძოდ, რევიზიის შედეგად აქტში მითითებულია, რომ „ყველა ტყეკაფი გაუწმენდავია. წარმოდგენილია ჩანერგილოზები, რის გამოც დარღვეულია ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსების დადგენილი წესი“. აქტში ნათლად ჩანს, რომ კომპანიას შეშა-ვარჯი არ აქვს გამოტანილი ტყიდან.
2015 წლის 13 მაისს კომპანიის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 22.12 2014 წლის 022–22 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.04.2015 წლის No13169 ბრძანება, რომლის თანახმად კომპანიის მოთხოვნას წარმოადგენდა აღნიშნული აქტების ბათილად ცნობა. 2018 წლის 15 ივნისს შპს „----------“ ჩაბარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ 08.06.2018 წელს მიღებული No1661/2/2016 გადაწყვეტილება შპს „----------“ საჩივრის მე-2 და მე-3 ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი.
მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, სსიპ შემოსავლების სამსახური და დავების განხილვის საბჭო არ დაეთანხმა კომპანიის განმარტებებს და პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიძლებლოდა შეშა-ვარჯის მიწოდებად განხილვა და ასევე დღგ-თი დაბეგვრა. ასევე შემოსავლების სამსახური და დავების განხილვის საბჭო არ დაეთანხმა კომპანიის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ხე-ტყის მოჭრა კომპანიის მიერ განხორციელებული არ ყოფილა და შესაბამისად მოჭრილი ხე-ტყე კომპანიის რეალიზაციაში არასწორად და უკანონოდ იქნა ჩასმული.
მოსარჩელის თვალსაზრისით, იმ შემთხვევაში, თუ კი გაზიარებული იქნება შემოწმებლების ვარაუდი და მიიჩნევა, რომ ეს არის მიწოდება, მაშინ უნდა ჩაითვალოს, რომ ეს იყო სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ მიწოდება, რომელიც გათავისუფლებული მიწოდებაა და შესაძლებელია მისი ხარჯად გამოქვითვა. ამასთან, აღნიშნული მიწოდება დღგ-ს მიზნებისთვის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული მიწოდებაა და ამ შემთხვევაშიც არ წარმოიქმნება საგადასახადო ვალდებულება. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტიც, რომ საქონლის მიწოდებისას არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა საქონლის მიწოდებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსრჩელე მიიჩნევს, რომშეუძლებელია შეშა-ვარჯი განხილულ იქნეს მიწოდებად, ვინაიდან იგი სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე - ტყეში არის განთავსებული და არ მომხდარა მისი ტრანსპორტირება ტყის მასივებიდან. ამ ფაქტს ადასტურებს 2014 წლის 25 ივნისის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ. სამართალდარღვევის საქმის მასალების მიხედვით, შპს „----------“ დაარღვია 2009 წლის 20 ნოემბერს ხელშეკრულებით - გათვალისწინებული პირობები, კერძოდ მე-4 მუხლის მე-7, მე- 8, მე-9 და მე-10 პუნქტები, რაც გამოიხატება იმაში, რომ „----------“ მიერ არ მომხდარა ტყეკაფის გაწმენდა...
მოსარჩელე მხარის თვალსაზრისით, ვინაიდან აღნიშნული შეშა-ვარჯი შემოწმებით განსაზღვრულ პერიოდში იყო შესაბამის ტყის ტერიტორიაზე განთავსებული, შესაძლოა ის ჩაირთოს მარაგებში თვითღირებულებით, რომელიც რეალურად მიზერული იქნება. შესაბამისად, უსაფუძვლოა აღნიშნული თანხებით ერთობლივი შემოსავლის გაზრდა და დღგ-ით დაზეგვრა.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია შემოსავლების სამსახურის მიერ შეშა-ვარჯზე ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშება და კომპანიაზე დარიცხვაც, მაშინ როცა ხელშეკრულებით განსაზღვრული კომპანიის ვალდებულებების შესრულების შემოწმების შედეგად სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ დაკვეთით. ინდ. მეწარმე შანიძის მიერ 2013 წლის დეკემბერში განხორციელებული შესწავლის შედეგად შედგენილი იქნა დასკვნა ამასთან დაკავშირებით, რომ „---------- სატყეო უბანზე (შპს „----------“ სამოქმედო ტერიტორიაზე) ჭრების ნარჩენების და ძირკვების გაუქერქავად ან და განაქერქის ადგილზე დატოვებით გაუარესებულია მდგომარეობა. შესწავლის შედეგებით დადგინდა, რომ ჭრაგავლილ ფართობებზე სანიტარული მდგომარეობა გაუარესებული იყო მიმდებარედ ჭრაგაუვლელ ფართობებთან შედარებით, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ტყეკაფებში არსებული ჩახერგილობით“
მოსარჩელის მტკიცებით ზემოხსენებულ დასკვნაში მითითებულია კიდევ ერთი გარემოება, რომელიც პირდაპირ და სრულად გამორიცხავს შემოსავლების სამსახურის მიერ შეშა-ვარჯზე დარიცხული მოსაკრებლის მართლზომიერებასა და კანონიერებას, კერძოდ – დასკვნებში მითითებულია, რომ „იმერეთის რეგიონის წაბლის გავრცელების ზონაში დანიშნული სანიტარული ჭრები ჩატარებულია ყოველგვარი ჭრის წესების დაცვის გარეშე, მხოლოდ სარქმისი მერქნის მიღების თვალსაზრისით, ამიტომაც სანიტარული ჭრების ეფექტიანობაზე ლაპარაკი შეუძლებელია რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მხოლოდ კომერციულ მიზნებს და ეწინააღმდეგება ხელშეკრულებების ძირითად მიზანს".
მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე No3/1133-15, სრულად გაიზიარა 2013 წლის 06 დეკემბრის ინდ.მეწარმე ---------- დასკვნაში გადმოცემული გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „----------“ მიერ: ა) არ განხორციელებულა ტყეკაფის გაწმენდა, ბ) ყველა სატყეო უბანში დარჩენილია დანომრილი და მოუჭრელი ხეები, გ) მოჭრილი ხეებიდან ტყიდან გამოტანილია მხოლოდ საქმისი მერქანი, ტყეში დარჩენილია ნახევრად საქმისი და საშეშე ნაწილი, დ) ტყეკაფზე დატოვებული ხეების მოუჭრელობამ (45-50%), ჭრაგავლილი ფართობების ჩახერგილობამ, ტყეკაფებზე მოჭრილი და ადგილზე დატოვებული საქმისი მერქნის არსებობამ გამოიწვია დაავადების გააქტიურება, რამაც თავის მხრივ დიდი გავლენა მოახდინა ტყეკაფების მომიჯნავე ტერიტორიებზე, სადაც წინა წლებთან შედარებით დაავადებული ხეების რაოდენობა გაიზარდა, ე) იმერეთის რეგიონის წაბლის გავრცელების ზონაში დანიშნული სანიტარული ჭრები ჩატარებულია ყოველგვარი ჭრის წესების დაცვის გარეშე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ შეშა-ვარჯი მიწოდებად არ უნდა იქნეს განხილული და არ უნდა დაექვემდებაროს დღგ-ით დაბეგვრას.
გარემოდან უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის მიწოდებად ჩათვლასთან, შესაბამისი შეშა-ვარჯის დანაკლისად და მიწოდებად განხილვასა და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშებასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარემ განმარტა შემდეგი:
სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ მიერ 2013 წლის ივლისსა და სექტემბერში ჩატარებულია 2009 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და შპს „----------“ მიმართ შედგა დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიას საქართველოს მთავრობის 2009 წლის
13 ნოემბრის No858 განკარგულების მოქმედების ფარგლებში გარემოდან უკანონოდ მოპოვებული აქვს ჯამურად 994 კბ.მ ხე-ტყის მასალა. შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილი მორები განხილულ იქნა მიწოდებად და ჩართულ იქნა 2013 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. ამასთან, ზემოაღნიშნული განკარგულების ფარგლებში მოპოვებული მასალა კომპანიას არ აქვს აღრიცხული ბუღალტრულად, რის გამოც უკანონოდ მოჭრილი მასალისგან მიღებული შეშა-ვარჯი გამოვლენის მომენტში ჩაითვალა დანაკლისად და განხილულ იქნა მიწოდებად საწარმოს მიერ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასით. ასევე შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილი მასალის მოცულობაზე დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი, ისევე როგორც ხის მოჭრის შედეგად დარჩენილ შეშა-ვარჯზე (საშეშე მასალაზე).
მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში და მიუთითა შემდეგზე:
მოსარჩელის მტკიცებით აქტში არასწორად არის აღწერილი ფაქტობრივი გარემოება. ვინაიდან საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტში ნახსენებ სატყეო სააგენტოს დასკვნებში დაფიქსირებულია მხოლოდ ის, რომ უკანონოდ არის მოჭრილი ხე-ტყე არსად არ არის ნახსენები, რომ ეს განხორციელებულია შპს „----------" (ს/ნ ----------) მიერ, რადგანაც ჯერჯერობით დაუდგენელია ამ უკანონობის ჩამდენი. უსაფუძვლო და კანონსაწინააღმდეგოა კომპანიის დადანაშაულება უკანონობაში, მით უფრო რომ სამართლებრივად აღნიშნული ფაქტი არის გამოძიებული და „----------“ პასუხისმგებლობა ხე-ტყის უკანონო ჭრაში არ არის დადგენილი. აღნიშნულ აქტში აღწერილია ხე-ტყის ისეთი სახის ჭრა მაგ: წიფელი, რცხილა, პანტა, მუხა, ბალი, ბალამწარა და სხვა, რომელთა მოჭრის უფლება 2009 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას არ გააჩნია. ამასთან, ხე-ტყის უკანონო მოჭრა საქრთველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, შესაბამისად ამ ქმედებაზე დამნაშავე პირი გამოძიებას არ გამოუვლენია და საგადასახადო ორგანოს მიერ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის კომპანიის რეალიზაციაში ჩასმა ნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგინდა ამ ქმედების ჩამდენი პირი.
მოსარჩელე მიუთითებს იმაზე, რო შპს „----------“ უფლება არ აქვს ხელი შეუშალოს სააგენტოს მოსახლეობის პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფაზე და აღნიშნული ტყეკაფებიდან ხე-ტყის გაცემაზე და რომ ამდენად, თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ განხორციელებულიყო ხე-ტყის უკანონო ჭრა, რაზეც მატერიალური პასუხისმგებლობა მთლიანად „----------“ ეკისრება მატერიალურადაც კომპანია ზარალდება. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამართლიანი არ არის „----------" დადანაშაულება უკანონო ჭრაში. დამადასტურებელი ფაქტებისა და სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის გარეშე.
მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს არ მოეპოვება ზემოაღნიშნული მასალის საქართველოში ან საზღვარგარეთ რეალიზაციის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი და რომ კომპანია არასდროს ყოფილა საგადასახადო ორგანოს მიერ დაჯარიმებული სასაქონლო ზედნადებების ან სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების არასწორად გამოწერაზე. ხე-ტყის, როგორც ბუნებრივი რესურსის, მოპოვებაზე და ტრანსპორტირებაზე სპეციალურ კონტროლს ახორციელებს გარემოს დაცვის ინსპაქცია, რომელიც რეგულარულად ახდენდა კომპანიის მიერ ტრანსპორტირებული ტვირთების შემოწმებას, მიუხედავად სპეციალური კონტროლისა, არცერთ შემთხვევაში გდი-ს კომპანია აღნიშნული კონტროლის განხორციელებისას არ დაუჯარიმებია.
მოსარჩელის თვალსაზრისით აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ხე-ტყის მასალა შეშა-ვარჯთან ერთად ჩათვლილ იქნა კომპანიის დანაკლისად, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საგადსახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ ტერმინ „დანაკლისის“ განმარტებას, რომლის თანახმადაც „დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ანდა ძირითადი საშუალებების ნაკლებობა". ზემოღნიშნულ მსჯელობიდნ გამომდინარე მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვერანაირად ვერ იქნებოდა კომპანიის დანაკლისი, ვინაიდან კომპანია მოვლით ჭრებს ახორციელებდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის No858 განკარგულების მოქმედების ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე განლაგებული ხე ტყე წარმოადგენდა არა კომპანიის საკუთრებას, არამედ სახელმწიფო საკუთრებას და კომპანია ჭრიდა მხოლოდ სახელწიფოს მიერ მონიშნულ ხე-ტყეს. შესაბამისად, აღნიშნული ხე-ტყე კომპანიის ბალანსზე ვერ იქნებოდა აღრიცხული და რეალურად არც იყო აღრიცხული.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მოსარჩელე მიუთითებს რა იმაზე, რომ კომპანიას არ მოუხდენია უკანონოდ მოპოვებული მასალის რეალიზაცია ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ექსპორტი და არც არსებობს ამ ფაქტის ამსახველი და დამადასტურებელი დოკუმენტაცია მიიჩნევს, რომ კანონსაწინაღმდეგოა „----------“ ბრალეულად ცნობა იმ ფაქტში, რომელიც ჯერ არ არის გამოძიებული და სასამართლოს მიერ დადგენილი და რომ შესაბამისად ამ ნაწილში კომპანიაზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება ექვემდებარება სრულად გაუქმებას
2.3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენლებმა წარმოდგენილ შესაგებლებსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები,3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „----------“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა,3.1.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1.1.შპს „----------“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის No858 განკარგულების შესაბამისად მოპოვებული აქვს უფლება ---------- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 8635 33 ფართობი გაჯანსაღება-აღდგენას დაქვემდებარებული ტეროტორიიდან სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ ---------- განახორციელოს გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება სანიტარული ქრების ჩატარების გზით. საზოგადოებას 2009 - 2013 წლების განმავლობაში მოპოვებული აქვს 19660 კუბ. მეტრი სამასალე - საშეშე მორი
3.1.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 21 ივნისის No28277 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი და გამოიცა 2014 წლის 22 დეკემბრის No022-22 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 1322703 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი -628341 ლარი, ჯარიმა- 290975 ლარი, საურავი -403387 ლარი.
3.1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის No13169 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა დგინდება თუ არა შეშა-ვარჯის რეალიზაციის ფაქტები, შესაძლებელია თუ არა შეშა ვარჯის რეალიზაციისას არსებული ფაქტობრივი ფასის განსაზღვრა და თუ არ ხდება ასეთი ფასის განსაზღვრა, წარმოადგენს თუ არა შეშა-ვარჯი რეალიზებად პროდუქტს. ასევე კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვა ინფორმაცია შპს „----------“ (ს/----------) დაჯარიმების თაობაზე და იმ შემთხვევაში თუ დადგინდებოდა, შეშა-ვარჯის რეალიზების შესაძლებლობა, გამოითხოვა ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან რეალიზებული შეშა-ვარჯის ღირებულების შესახებ.
3.1.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს No1661/2/2016 საჩივრის საფუძველზე მიღებული 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი.
გადაწყვეტილების თანახმად - დავის საგანია:1.ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციაზე საბაზრო ფასის გამოყენება; 2.შეშა-ვარჯის მიწოდებად ჩათვლა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშება; 3.გარემოდან უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის მიწოდებად ჩათვლა, შესაბამისი შეშა-ვარჯის დანაკლისად და მიწოდებად განხილვა და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშება; 4.გადამხდელის მიერ დაფუძნებული კომპანიის კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების ღირებულებით ერთობლივი შემოსავლის გაზრდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1.შემოსავლების სამსახურის 23.04 2015 წლის No13169 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2014 წლის 022-22 საგადასახადო მოთხოვნა;
დარიცხული თანხა: 1271219 ლარი
მათ შორის:
დღგ - 1197688 ლარი (ძირითადი - 580800; ჯარიმა - 266586; საურავი – 350302);
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი - 73531 ლარი (ძირითადი - 42799ლარი ჯარიმა - 21399 ლარი; საურავი - 9333 ლარი);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა შეშა-ვარჯის მიწოდებად ჩათვლისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშების ნაწილში სრულად გამოიკვლიეს ფაქტობრივი გარემოებები და მიიღეს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „----------“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის No858 განკარგულების შესაბამისად მოპოვებული აქვს უფლება ---------- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 8635 ჰა ფართობი გაჯანსაღება-აღდგენას დაქვემდებარებული ტეროტორიიდან სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ ---------- განახორციელოს გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება სანიტარული ჭრების ჩატარების გზით. საზოგადოებას 2009 - 2013 წლების განმავლობაში მოპოვებული აქვს 19660 კუბ. მეტრი სამასალე - საშეშე მორი.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2013 წ 2013 წლის 21 ივნისის No28277 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი და გამოიცა 2014 წლის 22 დეკემბრის No022-22 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 1322703 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 628341 ლარი, ჯარიმა 290975 ლარი, საურავი - 403387 ლარი.
მედიაციის საბჭომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას მიუთითა იმაზე, რომ 2011 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს. ამავე კოდექსის 175 ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს მიეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები (მათ შორის, საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი). ამავე კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა). 2011 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.
სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები ხოლო ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 2013 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
სასამართლომ აპელირება გააკეთა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილზე. რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: ა) ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – რესურსების ბუნებიდან ამოღების (მოჭრის) მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არა უგვიანეს ტყიდან მათი ტრანსპორტირებისა, გარდა ამავე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და აღნიშნა იმის შესახებ, რომ შემოწმების აქტის თანახმად, საზოგადოებას მოპოვებული აქვს სამასალე და საშეშე მორი. მორების მოპოვების გარდა ხის მოჭრის შედეგად რჩება შეშა-ვარჯი (საშეშე მასალა), რაც შპს „----------“ არ აქვს ნაჩვენები საბოლოო სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებში და არ აქვს ჩართული ერთობლივ შემოსავალში. შემოწმების შედეგად აღნიშნული შეშა-ვარჯი მიჩნეულ იქნა მიწოდებად, დაექვემდებარა ერთობლივ შემოსავალში ასახვას და დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან აღნიშნულ შემა-ვარჯზე (საშეშე მასალა) საზოგადოებას გადანდილი არ აქვს ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი. შესაბამისად აღნიშნულ ვარჯზე დაერიცხა კუთვნილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი (საშეშე განაკვეთით),სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას მიუთითა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე,რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.04.2015 წლის No13169 ბრძანებით სადავო · საკითხთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა დგინდებოდა თუ არა შეშა-ვარჯის რეალიზაციის ფაქტები, შესაძლებელი იყო თუ არა შეშა-ვარჯის რეალიზაციისას არსებული ფაქტობრივი ფასის განსაზღვრა და თუ არ ხდება ასეთი ფასის განსაზღვრა, წარმოადგენდა თუ არა შეშა-ვარჯი რეალიზებად პროდუქტს. ასევე აუდიტის სამსახურს დაევალა კომპეტენტური ორგანოდან შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაჯარიმების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა და იმ შემთხვევაში თუ დადგენილ იქნებოდა შეშა-ვარჯის რეალიზების შესაძლებლობა, გამოითხოვა ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან რეალიზებული შეშა-ვარჯის ღირებულების შესახებ.
ზემოხსენებულიოდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ შეშა-ვარჯის მიწოდებად ჩათვლის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშების ნაწილში ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა და ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებლად მიიჩნია - დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დაავალა აუდიტის დეპარტამენტს საქმისათვის აუცილებელი ფაქტების დამატებით შესწავლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტება იმის შესახებ, რომ ვინაიდან ---------- მაგისტრატი სასამართლოს დადგენილებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირად, ტყეში არსებული შეშა-ვარჯის მიწოდებად ჩათვლა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშება არასწორია, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა სუბიექტს არ ათავისუფლებს ვალდებულების (ამ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების) შესრულებისგან, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს მესაკუთრის უფლებას თავისუფლად გამოიყენოს (განკარგოს) საკუთრება (მოცემულ შემთხვევაში შეშა-ვარჯი).
სასამართლომ მიიჩნია, რომ გარემოდან უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის მიწოდებად ჩათვლის და შესაბამისი შეშა-ვარჯის დანაკლისად და მიწოდებად განხილვის და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშების ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლო იყო.ამ თვალსაზრისით სასამართლომ არსებითად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს ტყის კოდექსის საფუძველზე გამიჯნულია ტყითსარგებლობისა და ტყის მოვლის ღონისძიებები. ტყითსარგებლობის რეგულაციები ასახულია ტყის კოდექსის 51-ე მუხლში, რომლის თანახმად, ტყითსარგებლობის მიზანს წარმოადგენს ტყის რესურსის კონკრეტული მიზნით გამოყენება და რომ შესაბამისად, მნიშვნელოვანია დადგენილ ყოფილიყო გარემოდან უკანონოდ მოპოვებული 994 კბ.მ. მერქნული რესურსის მიწოდებად განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად გამოიკვლია თუ არა ფაქტობრივი გარემოებები, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, დაბეგვრას ექვემდებარება ნებისმიერი სახის შემოსავალი, მიუხედავად მისი მოპოვების საფუძვლის კანონიერებისა. ამ შემთხვევაში, პრინციპულია სწორედ შემოსავლის მიღების ფაქტის გამოკვლევა.
სასამართლომ მოცემული საკითხის შეფასებისას მიუთითა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ შპს „----------“ (შემდეგში - კომპანია) წარმოადგენს ხე-ტყის მოპოვების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საწარმოს, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის No858 განკარგულების შესაბამისად მოპოვებული აქვს უფლება ---------- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 8635 ჰა ფართობი გაჯანსაღება-აღდგენას დაქვემდებარებული ტერიტორიიდან სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ ---------- განახორციელოს გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება სანიტარული ჭრების ჩატარების გზით.აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2014 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2013 წლის ივლისსა და სექტემბერში ჩატარებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და შპს დასკვნა, რომლის თანახმადაც საზოგადოებას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის No858 განკარგულების მოქმედების ფარგლებში გარემოდან უკანონოდ მოპოვებული აქვს ჯამურად 994 კბ მ. ხე-ტყის მასალა შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილი მორები განხილულ იქნა მიწოდებად და მათზე გავრცელებულ იქნა შესაბამისი პერიოდის სარეალიზაციო ფასნამატი. ამასთან აღნიშნული მეთოდით მიღებული თანხა ჩართულ იქნა 2013 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.საზოგადოებას აღნიშნული მასალა არ აქვს აღრიცხული ბუღალტრულად, შემოწმების შედეგად უკანონოდ მოჭრილი მასალისგან მიღებული შეშა-ვარჯი გამოვლენის მომენტში ჩაითვალა დანაკლისად და განხილულ იქნა მისივე სარეალიზაციო ფასით მიწოდებად.შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილ მასალის მოცულობაზე საზოგადოებას დაერიცხა კუთვნილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი.ამასთან, აღნიშნული მორების გარდა, ხის მოჭრის შედეგად რჩება შეშა-ვარჯი (საშეშე მასალა) რაზედაც საზოგადოებას არ აქვს გადახდილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი. შესაბამისად _ საზოგადოებას აღნიშნულ ვარჯზე დაერიცხა კუთვნილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი.საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმებით დადგინდა, რომ სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ მიერ 2013 წლის ივლისსა და სექტემბერში ჩატარებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიმართ შედგენილ იქნა დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საზოგადოებას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის No858 განკარგულების მოქმედების ფარგლებში გარემოდან უკანონოდ მოპოვებული აქვს ჯამურად 994 კბ.მ. ხე-ტყე.
შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილი მორები განხილულ იქნა მიწოდებად და ჩართულ იქნა 2013 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. ამასთან, ზემოაღნიშნული განკარგულების ფარგლებში მოპოვებული მასალა საზოგადოებას არ აქვს აღრიცხული ბუღალტრულად, რის გამოც უკანონოდ მოჭრილი მასალისგან მიღებული შეშა-ვარჯი გამოვლენის მომენტში ჩაითვალა დანაკლისად და განხილულ იქნა მიწოდებად საწარმოს მიერ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასით. ასევე შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილ მასალის მოცულობაზე დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი, ისევე როგორც ხის მოჭრის შედეგად დარჩენილ შეშა-ვარჯზე (საშეშე მასალაზე).
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ უსაფუძვლოა კომპანიაზე პასუხისმგებლობის დაკისრება ხე-ტყის უკანონო ჭრაში, მაშინ როდესაც ასეთი კანონშესაბამისად არ არის დადგენილი. სასამართლომ მოსარჩელის ზემოაღნიშნული თვალსაზრისის უარსაყოფად მიუთითა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის No858 განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 20 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება ერთის მხრივ ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტსა და მეორეს მხრივ, ტყითმოსარგებლე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „----------“ შორის ხელშეკრულების დადების საფუძველი არის „---------- მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული ---------- აღდგენა-გაჯანსაღების შესახებ“ ხელშეკრულების ობიექტად განისაზღვრა - იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ---------- სატყეო უბნის - ტყით დაფარული 30608 ჰა ტერიტორიიდან წაბლის მასივების გავრცელების 8635ჰა. ფართობი, გაჯანსაღება–აღდგენას დაქვემდებარებული ტერიტორია დაზუსტდება ტყის ფონდის ინვენტარიზაციით. საზოგადოებას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის No858 განკარგულების მოქმედების ფარგლებში გარემოდან უკანონოდ მოპოვებული აქვს ჯამურად 994 კუბ.მ. ხე ტყის მასალა შპს „----------“ სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ მიუმართავს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მის სამოქმედო ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო ჭრის (დატაცების) ფაქტზე, ამასთან, ასევე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 3/1133-15 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს „----------“ არღვევდა ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს.
სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველ ნაწილზსა და 2013 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 161-ე მუხლის 1- ლი ნაწილის,,ა“ პუნქტზე და განმარტა, რომ შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საამართლომ მიუთითა იმის თაობაზე, რომ შემოწმების აქტის თანახმად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2013 წლის ივლისსა და სექტემბერში ჩატარებულია ხელშეკრულებით - განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და შედგენილ იქნა დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საზოგადოებას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის N858 განკარგულების მოქმედების ფარგლებში გარემოდან უკანონოდ მოპოვებული აქვს ჯამურად 994 კუბ.მ. ხე-ტყის მასალა. შემოწმების შედეგად უკანონოდ მოჭრილი მორები განხილულ იქნა მიწოდებად. თანხა ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში საზოგადოებას აღნიშნული მასალა არ აქვს აღრიცხული ბუღალტრულად, შემოწმების შედეგად უკანონოდ მოჭრილი მასალისგან მიღებული შეშა-ვარჯი გამოვლენის მომენტში ჩაითვალა დანაკლისად და განხილულ იქნა მისივე სარეალიზაციო ფასით მიწოდებად. შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილ მასალის მოცულობაზე საზოგადოებას დაერიცხა კუთვნილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი. ამასთან, აღნიშნული მორების გარდა, ხის მოჭრის შედეგად რჩება შეშა-ვარჯი (საშეშე მასალა) რაზედაც საზოგადოებას არ აქვს გადახდილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი. შესაბამისად საზოგადოებას აღნიშნულ ვარჯზე დაერიცხა კუთვნილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ასევე მიუთითა კანონქვედმებარე ნორმატიულ აქტზე-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის No2 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის გამოანგარიშების) მეთოდიკის“ (ძალადაკარგულად გამოცხადდა 17.01.2014 წლიდან) პირველი მუხლის მე-3 და ნაწილებზე და განმარტა მათი შინაარსი, რომელთა თანახმადაც „3. მეთოდიკის მოქმედება ვრცელდება რეგულირების ობიექტებზე, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ტერიტორიულ წყლებში, საჰაერო სივრცეში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა კონტინენტურ შელფზე ახორციელებენ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას, ან/და ნებისმიერ სამეწარმეო და სამეურნეო საქმიანობას, რომელიც ზემოქმედებას ახდენს გარემოს მდგომარეობაზე. 4. გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) ხორციელდება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცნობილი გახდა სამართლებრივი ნორმების დარღვევის შედეგად რეგულირების ობიექტების მიერ განხორციელებული ქმედებით (უმოქმედობით) გარემოზე მიყენებული რეალური ზიანის შესახებ“.
სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა იმის შესახებ, რომ შპს „----------“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის No858 განკარგულების შესაბამისად მოპოვებული აქვს უფლება ---------- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 8635 ჰა ფართობის გაჯანსაღება-აღდგენას დაქვემდებარებული ტეროტორიიდან სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ ---------- განახორციელოს გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება სანიტარული ჭრების ჩატარების გზით „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის" პირველი მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, მეთოდიკა ვრცელდება რეგულირების ობიექტზე, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას და გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა ხორციელდება სამართლებრივი ნორმების დარღვევის შედეგად რეგულირების ობიექტის მიერ განხორციელებული ქმედებით (უმოქმედობით) გარემოზე მიყენებული რეალური ზიანის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მპს „----------" გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულ ტყის მასივებში გამოვლენილი უკანონო ჭრების შედეგად მიყენებული ზიანის განსაზღვრა განხორციელდა აღნიშნული მეთოდიკით და შესაბამისად, დგინდება, რომ რეგულირების ობიექტს წარმოადგენს შპს „----------“
ზემოაღწიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რონ გარემოდან უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის დანაკლისად და მიწოდებად განხილვის და თვლის და შესაბამისი შეშა-ვარჯის გაანგარიშების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე- 60 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „----------“ წარმომადგელებმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
აპელანტის წარმომადგენლის მტკიცებით, სასამართლომ გამოტოვა მნიშვნელოვანი ფაქტები იმის შესახებ, რომ არ არსებობს განჩინება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, არ გამოვლენილა/დადასტურებულა სუბიექტი, რომელმაც განახორციელა უკანონო გაკაფვა, არ არსებობს საქმეში აუდიტის დასკვნა, რომელზეც საუბარია სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში, რის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა კალკულაციის შინაარსის გაგება.
აპელანტის თვალსაზრისით, გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. სასამართლომ მხოლოდ გაიზიარა მოპასუხეთა არგუმენტაცია საქმის გამოკვლევისა და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე არ დაინტერესდა ისეთი საკითხებით, რომელთა გამოკვლევაც აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, რის გამოც სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
აპელანტის წარმომადგენლების აღნიშვნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების 6.3 ნაწილში დადგენილ ფაქტად უთითებს შპს „----------" მიერ ჯამურად 994 კუბ.მ. ხე-ტყის მასალის მოპოვების ფაქტს, ეს მსჯელობა ეფუძნება 2013 წლის 5 ივლისსა და 17 სექტემბრის სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს აქტებს. აქტებში მხოლოდ მონაცემებია (სადავო) აღწერილი და მათ არ გააჩნიათ სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, 2013 წლის 5 ივლისის აქტი მიუთითებს, რომ შემოწმებული ---------- სატყეო უბნის 17 კვარტალში, რომლებიც 2009 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით შპს „----------“ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ტერიტორიაა, უკანონოდ მოჭრილი აღმოჩნდა 60 ძირი ხე, 615,76 კუბ. მეტრის მოცულობით.
აპელანტის წარმომადგენლების მითითებით, 2013 წლის 17 სექტემბრის სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს აქტში აღნიშნულია, რომ ჯამში ---------- სატყეო უბნის 8 კვარტალში, რომლებიც 2009 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით შპს „----------“ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ტერიტორიაა, უკანონოდ მოჭრილი აღმოჩნდა 442 ძირი ხე, 378.39 კუბ. მეტრის მეცულობით. არცერთი აქტი არ უთითებს უკანონო ჭრა ვის მიერ იქნა განხორციელებული. საუბარია, რომ შპს „----------“ სამოქმედო ტერიტორიაზეა განხორციელებული უკანონო ჭრები. სასამართლოს მხრიდან ადგილი ჰქონდა მონაცემის ინტერპრეტაციას. ვინაიდან უკანონო ჭრები განხორციელებული იყო შპს „----------“ სამოქმედო ტერიტორიაზე, სასამართლომ ავტომატურად მიიჩნია, რომ ეს ჭრები შპს „----------“ მიერ იქნა განხორციელებული, თუმცა რეალურად, ეს ასე არ არის და საქმეში არც რაიმე დოკუმენტაცია იყო, რომლის საფუძველზეც სასამართლოს ასეთი ფაქტის დადგენა შეეძლო. შესაბამისად, სადავოა აქტებში დასახელებული მონაცემებიც და ასევე სასამართლოს შეფასება, რომელიც ჭრის საკითხს უკავშირებს შპს „----------“. აღნიშნული, წარმოადგენს მტკიცების საგანს, მტკიცებულების გარეშე მხოლოდ ვარაუდად შესაძლოა იყოს დაშვებული. ვარაუდებიც კი მისი მხრივ საჭიროებს არგუმენტაციას, თუ რა აძლევს სასამართლოს ან/და მოპასუხე მხარეს ამგვარი ვარაუდის გაკეთების საშუალებას, ვინაიდან სახეზე არ არის არც მტკიცებულება და არც რაიმე არგუმენტით გამყარებული ვარაუდი სრულიად უსაფუძვლოა ჭრაში მოსარჩელის დადანაშაულება.
აპელანტთა წარმომადგენლების თვალსაზრისით, 2013 წლისთვის მოქმედებდა რა საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის ბრძანება N°2, (ძალადაკარგულია 2014 წლიდან). რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის ადგენდა გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მინიმალურ ზღვარს 1 000 ლარს, მოცემულ შემთხვევაში კი მხარე აპელირებს უკანონოდ გაჩეხილი 994 კუბ. მეტრის ხეებზე, რომელთა მოჭრითაც მატერიალური ზიანი სცილდება 1 000 ლარს, საქმე უნდა იქნას გამოკვლეული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ.
აპელანტის წარმომადგენლების მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, შპს „----------“ მიმართ არსებობს მხოლოდ ერთი ოქმი (2014 წლის 20 ივნისის N 002 008), რომლის გამოცემის საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მესამე ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში ქ. ---------- მაგისტრატი მოსამართლის 2014 წლის 25 ივნისის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ საქმეზე 462–2014 ნათლად აყალიბებს იმ მიზეზებს, რის გამოც შპს „----------“ დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი ხსენებული დადგენილების მიხედვით, მაგისტრატმა მოსამართლემ გამოარკვია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის (2014 წლის 20 ივნისის No002 008) შედგენის მიზეზები და დაადგინა, რომ სააგენტოს მხრიდან ოქმის შედგენის საფუძველია შპს „----------“ მიერ 2009 წლის 20 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევა. კერძოდ. დადგენილების თანახმად დადგენილია, რომ არ მომხდარა ტყეკაფის გაწმენდა.
აპელანტის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2014 წლის 20 ივნისის N002 008 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირი არის სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობდნენ 2013 წლის ივლისსა და სექტემბერში სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებულ დათვალიერების და შემოწმების ღონისძიებებში, რაც ასახულია შემოწმების აქტებში (2013 წლის 17.09.2013 და 2013 წლის 05.07.2013, რომლებითაც დგინდება უკანონო ჭრის ფაქტის არსებობა შპს „----------“ სამოქმედო ტერიტორიზე და მიაჩნიათ, რომ ისეთ შემთხვევაში, იდენტიფიცირებულ იქნებოდა სამართალდამრღვევი პირი, ისინი გამოიყენებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას ამ ნაწილში ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე და განსახილველ შემთხვევაში ვიწაიდან არ არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უკანონო ჩეხვის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადების ფაქტი. ასევე არ არსებობს შპს „----------“ დამნაშავედ ცნობის სასამართლო განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე,აპელანტის წარმომადგენლები უკანონოდ მოჭრილი 994 კუბ. მეტრი მასალის საგადასახადო მიზნებისთვის შპს „----------“ მიკუთვნებას მიიჩნევენ უკანონოდ.
აპელანტის წარმომადგენლები მიუთითებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.3 პუნქტზე, სადაც სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა და აღნიშნავენ რომ განსახილველ შემთხვევაში ასეთი სახეზე ვერ იქნება, რადგან შპს „----------“ მხრიდან არა მხოლოდ შემოსავლის კანონიერება, არამედ საერთოდ შემოსავლის არსებობა არის სადავო.
ამდენად, აპელანტის წარმომადგენლები მიიჩნევნ, რომ სასამართლომ ჯეროვნად არ შეაფასა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მხედველობაში არ მიიღო მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქმის არასრული სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცეზულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა- დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390 ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს. საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (----------) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება. არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას" (-------).
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხებს წარმოადგენს:1. ხის მოჭრის შედეგად დადარჩენილი შეშა-ვარჯის მიწოდებად განხილვა და მოგების დღგ-თ დასაბეგრ ბაზაში ჩართვა, ასევე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის დარიცვა; 2. უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის მასალის მიწოდებად ჩათვლა, შესაბამისი შეშა-ვარჯის დანაკლისად და მიწოდებაში ასახვა და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის დარიცხვა.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 21 ივნისის No28277 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი და გამოიცა 2014 წლის 22 დეკემბრის N 022-22 „საგადასახადო მოთხოვნა", რომლის მიხედვითაც გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 1322703 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 628341 ლარი, ჯარიმა 290975 ლარი და საურავი 403387 ლარი. ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის No13169 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა დგინდება თუ არა შეშა-ვარჯის რეალიზაციის ფაქტები, შესაძლებელია თუ არა შეშა-ვარჯის რეალიზაციისას არსებული ფაქტობრივი ფასის განსაზღვრა და თუ არ ხდება ასეთი ფასის განსაზღვრა, წარმოადგენს თუ არა შეშა-ვარჯი რეალიზებად პროდუქტს. ასევე კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვა ინფორმაცია შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაჯარიმების თაობაზე და იმ შემთხვევაში თუ დადგინდებოდა, შეშა-ვარჯის რეალიზების შესაძლებლობა, გამოითხოვა ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან რეალიზებული შეშა-ვარჯის ღირებულების შესახებ. აღნიშნული მითითებისა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით კი შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 08 ივნისის No1661/2/2016 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შპს „----------“ წარმომადგენლების განმარტებით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2013 წლის 20 ივნისის No14/09 ბრძანებით სააგენტოს მიერ 2013 წლის 05 ივლისს ჩატარებული რევიზიის აქტში მითითებული ის გარემოება, რომ „ყველა ტყეკაფი გაუწმენდავია, წარმოდგენილია ჩახერგილოზები, რის გამოც დარღვეულია ჭრის შედეგად ნარჩენების განთავსების დადგენილი წესი“ მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიას შეშა-ვარჯი გამოტანილი არ აქვს ტყიდან და შეუძლებელია იგი განხილულ იქნას მიწოდებად. ვინაიდან იგი სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე- ტყეში არის განთავსებული და არ მომხდარა მისი ტრანსპორტირება ტყის მასივებიდან,ხოლო ისეთ შემთხვევაში კი, თუ გაზიარებული იქნება შემმოწმებლების ვარაუდი და ჩათვლილი იქნება, რომ ეს არის მიწოდება, მაშინ მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ეს არის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ მიწოდება და შესაძლებელია მისი ხარჯად გამოქვითვა. შესაბამისად, შპს გადასახადის გადამხდელ „----------" მოთხოვნას წარმოადგენდა და ამჟამადაც წარმოადგენს ამ კუთხით ზედმეტად უკანონოდ დარიცხული გადასახადისა და მოსაკრებლის შემცირება მასზედ დარიცხულ სანქციებთან ერთად.
დადგენილია, რომ პირველ სადაო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განხორციელებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „----------“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის No858 განკარგულების შესაბამისად მოპოვებული აქვს უფლება ---------- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 8635 ჰა ფართობი გაჯანსაღება-აღდგენას დაქვემდებარებული ტერიტორიიდან სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ ---------- განახორციელოს გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება სანიტარული ჭრების ჩატარების გზით. საზოგადოებას 2009 - 2013 წლების განმავლობაში მოპოვებული აქვს 19660 კუბ. მეტრი სამასალე - საშეშე მორი. აღნიშნული მორების მოპოვების გარდა ხის მოჭრის შედეგად რჩება შეშა-ვარჯი (საშეშე მასალა), რაც გადამხდელს არ აქვს ნაჩვენები საბოლოო სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებში და არ აქვს ჩართული ერთობლივ შემოსავალში. შემოწმების შედეგად აღნიშნული შეშა-ვარჯი მიჩნეული იქნა მიწოდებად და დაექვემდებარა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალსა და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში ასახვას. ამასთან ხის მოჭრის შედეგად მიღებულ შეშა-ვარჯზე (საშეშე მასალა) საზოგადოებას დამატებით დაერიცსა ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი (საშეშე განაკვეთით).
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმებით დადგინდა, რომ სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2013 წლის ივლისსა და საქეტემბრში ჩატარებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და შპს „----------"-ს მიმართ შედგენილი იქნა დასკვნა. საიდანაც ირკვევა, რომ საზოგადოებას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის No858 განკარგულების მომედების ფარგლებში გარემოდან უკანონოდ მოპოვებულიო აქვს ჯამურად 994 კბ.მ ხე-ტყის მასალა.შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილი მორები განხილულ იქნა მიწოდებად და ჩართულ იქნა 2013 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.. ამასთან დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული განკარგულების ფარგლებში მოპოვებული მასალა საზოგადოებას არ აქვს აღრიცხული ბუღალტრულად, რის გამოც უკანონოდ მოჭრილი მასალისაგან მიღებული შეშა-ვარჯი გამოვლენის მომენტში ჩაითვალა დანაკლისად და განხილულ იქნა მიწოდებად. საწარმოს მიერ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასით. ასევე შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილი მასალის მოცულობაზე დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი, ისევე როგორც ხის მოჭრის შედეგად დარჩენილ შეშა-ვარჯზე(საშეშე მასალაზე).
პალატა მიუთითებს 2007 წელს მოქმედი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, 1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: ა) ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს ტყიდან მათი ტრანსპორტირებისა, ხოლო ამ კანონის მე 3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მერქნული რესურსების რეალიზაციისას.
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.
2011 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს. ამავე კოდექსის 175-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს მიეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები (მათ შორის, საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი). ამავე კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა).
2011 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე 2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები, ხოლო 2013 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.04.2015 წლის No13169 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დგინდება თუ არა შეშა-ვარჯის რეალიზაციის ფაქტები, შესაძლებელია თუ არა შეშა-ვარჯის რეალიზაციისას არსებული ფაქტობრივი ფასის განსაზღვრა და თუ არ ხდება ასეთი ფასის განსაზღვრა, წარმოადგენს თუ არა შეშა-ვარჯი რეალიზებად პროდუქტს. ასევე კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვოს ინფორმაცია შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაჯარიმების თაობაზე და იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, შეშა-ვარჯის რეალიზების შესაძლებლობა, გამოითხოვოს ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან რეალიზებული შეშა-ვარჯის ღირებულების შესახებ.
ამდენად, შეშა-ვარჯის მიწოდებად ჩათვლის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშების ნაწილში ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა და ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებლად მიიჩნია დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დაავალა აუდიტის დეპარტამენტს საქმისათვის აუცილებელი ფაქტების დამატებით შესწავლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლეზრივი ნორმების, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საშეშე და სამასალე მორების მოპოვებისას რჩება შეშა-ვარჯი (რომელიც წარმოადგენს ზემდგომი ხის განუყოფელ ნაწილს) და გადამხდელს საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად მოპოვებული უფლების ფარგლებში მოჭრილი ხე-ტყის შესაბამისად სრულად გააჩნია შეშა-ვარჯის განკარგვის უფლება, პალატა მიიჩნევს, რომ შემმოწმებელთა მიერ შეშა-ვარჯზე მოსაკრებლის გაანგარიშება მართლზომიერად განხორციელდა.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის თვალსაზრისი, რომ თითქოსდა მას უფლება არ აქვს ხელი შეუშალოს ადგილობრივი მოსახლეობას - ხე-ტყის უკანონო ჭრის განხორციელებაზე, რადგან მატერიალური პასუხისმგებლობა სწორედ შპს „----------“ ეკისრება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის No858 განკარგულების საფუძველზე 2009 წლის 20 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების თანახმად, რომელიც დაიდო ერთის მხრივ, ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტსა და მეორეს მხრივ, ტყითმოსარგებლე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „----------“ შორის. ხელშეკრულების დადების საფუძველი არის „---------- მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული ---------- აღდგენა–გაჯანსაღების შესახებ“ ხელშეკრულების ობიექტად განისაზღვრა იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ---------- სატყეო უბნის - ტყით დაფარული 30608 ჰა ტერიტორიიდან წაბლის მასივების გავრცელების 8635ჰა. ფართობი, გაჯანსაღება-აღდგენას დაქვემდებარებული ტერიტორია დაზუსტდება ტყის ფონდის - ინვენტარიზაციით,ამდენად, დადგენილია, რომ შპს „----------“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის No858 განკარგულების შესაბამისად მოპოვებული აქვს უფლება ---------- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 8635 ჰა ფართობის გაჯანსაღება- აღდგენას დაქვემდებარებული ტეროტორიიდან - სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ ---------- განახორციელოს გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება სანიტარული ჭრების ჩატარების გზით.
საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ საზოგადოებას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის No858 განკარგულების მოქმედების ფარგლებში გარემოდან უკანონოდ მოპოვებული აქვს ჯამურად 994 კუბ.მ. ხე-ტყის მასალა, ხოლო შპს „----------“ სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ მიუმართავს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მის სამოქმედო ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო ჭრის (დატაცების) ფაქტზე. ამასთან, ასევე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 3/1133-15 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს „----------" არღვევდა ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს.
„გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ პირველი მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, მეთოდიკა ვრცელდება რეგულირების ობიექტზე, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას და გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა ხორციელდება სამართლებრივი ნორმების დარღვევის შედეგად რეგულირების ობიექტის მიერ განხორციელებული ქმედებით (უმოქმედობით) გარემოზე მიყენებული რეალური ზიანის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. შპს „----------“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულ ტყის მასივებში გამოვლენილი უკანონო ჭრების შედეგად მიყენებული ზიანის განსაზღვრა განხორციელდა აღნიშნული მეთოდიკით და შესაბამისად, დგინდება, რომ რეგულირების ობიექტს წარმოადგენს შპს „----------".
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში. გარემოდან უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის მიწოდებად ჩათვლის და შესაბამისი შეშა-ვარჯის დანაკლისად და მიწოდებად განხილვის და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა და ვერ მიუთითა რელევანტურ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოთ მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა საქმეზე – დადგენილ ფაქტებს გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს/ შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტს, შპს „----------“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი არ დაუბრუნდება სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 წაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 377-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „----------“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4 განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. No6) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
ნანა კალანდაძე
ხათუნა ხომერიკი
შოთა სირაძე
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 21 ივნისის No28277 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი და გამოიცა 2014 წლის 22 დეკემბრის No022-22 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 1322703 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 628341 ლარი, ჯარიმა 290975 ლარი და საურავი 403387 ლარი. ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის No13169 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა დგინდებოდა თუ არა შეშა-ვარჯის რეალიზაციის ფაქტები, შესაძლებელი იყო თუ არა შეშა-ვარჯის რეალიზაციისას არსებული ფაქტობრივი ფასის განსაზღვრა და თუ არ ხდებოდა ასეთი ფასის განსაზღვრა, წარმოადგენდა თუ არა შეშა-ვარჯი რეალიზებად პროდუქტს. ასევე კომპეტენტური ორგანოდან გამოეთხოვა ინფორმაცია მომჩივანის დაჯარიმების თაობაზე და იმ შემთხვევაში თუ დადგინდებოდა, შეშა - ვარჯის რეალიზების შესაძლებლობა, გამოეთხოვა ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან რეალიზებული შეშა-ვარჯის ღირებულების შესახებ, აღნიშნული მითითებისა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით კი შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა შემოწმებით დარიცნული თანხების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, თუმცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 ივნისის No1661/2/2016 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დარიცხვის განმაპირობებელ გარემოებებთან დაკავშირებით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მომჩივანი 2009-2013 წლების განმავლობაში მოპოვებული ჰქონდა 19660 კუბ.მ. სამასალე-საშეშე მორი. აღნიშნული მორების მოპოვების გარდა სის მოჭრის შედეგად რჩება შეშა ვარჯი (საშეშე მასალა), რაც გადამხდელს არ აქვს ნაჩვენები. საბოლოო სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებში და არ აქვს ჩართული ერთობლივ შემოსავალში. შემოწმების შედეგად აღნიშნული შეშა-ვარჯი მიჩნეული იქნა მიწოდებად და დაექვემდებარა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალსა და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში ასახვას. ამასთან ხის მოჭრის შედეგად მიღებულ შეშა ვარჯზე (საშეშე მასალა) საზოგადოებას დამატებით დაერიცხა ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი (საშეშე განაკვეთით).
ასევე დადგენილია, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2013 წლის ივლისსა და სექტემბერში ჩატარებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და მომჩივანის მიმართ შედგენილი იქნა დასკცნა, საიდანაც ირკვეოდა, რომ საზოგადოებას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის No858 განკარგულების მოქმედების ფარგლებში გარემოდან უკანონოდ მოპოვებული ჰქონდა ჯამურად 994 კვ.მ ხე-ტყის მასალა. შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილი მორები განხილულ იქნა მიწოდებად და ჩართულ იქნა 2013 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. ამასთან დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული განკარგულების ფარგლებში მოპოვებული მასალა საზოგადოებას არ ჰქონდა აღრიცხული ბუღალტრულად, რის გამოც უკანონოდ მოჭრილი მასალისაგან მიღებული შეშა ვარჯი გამოვლენის მომენტში ჩაითვალა დანაკლისად და განხილულ იქნა მიწოდებად საწარმოს მიერ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასით. ასევე შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილი მასალის მოცულობაზე დაერიცხა. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი, ისევე როგორც ხის მოჭრის შედეგად დარჩენილ შეშა-ვარჯზე (საშეშე მასალაზე).
გადაწყვეტილება
სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა საქმეზე – დადგენილ ფაქტებს გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს/ შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 წაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 377-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით.