N 287 - 26/07/2012 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 26.07.2012
№ დოკუმენტი 287
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №287

2012 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 112. გარდამავალი დებულებები

1. 2012 წლის 1 აპრილიდან, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას (გარდა ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), პირი ვალდებულია გამოიყენოს ამ ინსტრუქციის 251 მუხლის შესაბამისად შევსებული №II-012 დანართის შესაბამისი სასაქონლო ზედნადები.

2. ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ჯამურად 2012 წლის იანვარი-მაისის თვეების საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი უნდა იქნეს 2012 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით,2012 წლის ივნისის თვის ინფორმაციის დაზუსტებული ფორმით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

დ . გვინდაძე