N 495 - 27/12/2011 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 27.12.2011
№ დოკუმენტი 495
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №495

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 111

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 31-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისგან თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე ის პირი, რომელიც 2012 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირად. ამასთან, აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს აქვს მხოლოდ ერთხელ, ერთი საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციისას.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 31-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურება არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე უკვე რეგისტრირებული GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატის სხვა პირზე რეგისტრაციას.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებს“:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 96-ე გრაფა:

 

#assignedTableId-1679561727085 {null margin: 0 auto !important; }„96

წამახალისებელი გათამაშების თამაშობის ზოგადი წესის შეთანხმება

 

10 000 ლარი“;

 

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 97-ე გრაფა:

 

#assignedTableId-1679561740652 {width: 467.25pt; margin-left: 6.75pt; margin-right: 6.75pt; margin: 0 auto !important; }„97

დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ)თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გამოწერის უფლებამოსილი პირის სტიკერით უზრუნველყოფა

 

ერთი სტიკერი – 0.35 ლარი“.

 

მუხლი 2. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი – 2012 წლის 3 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური