N 398 - 29/11/2024 - „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №398
2024 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2017, 010240030.10.003.019877) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების“:
1. მე-18 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ – „ლ“ ქვეპუნქტები:
„ი) საქართველოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ზედამხედველობა;
კ) სამინისტროსთვის მართვის უფლებით გადაცემული სახელმწიფო საწარმოს აქციონერის/პარტნიორის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
ლ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი კობახიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე