დამფუძნებლისთვის უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების დაბეგვრა N 2637
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დამფუძნებლისთვის უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების დაბეგვრა N 2637
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X“-ს, რომელიც ეწევა სასტურმო მომსახურებას, 2017 წლის აპრილის თვეში ეწვია დამფუძნებელი, რომელიც არ არის საწარმოს დაქირავებული პირი. საწარმომ დამფუძნებელს უსასყიდლოდ აპრილის თვეში გაუწია სასტუმრო მომსახურება, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 5 000 ლარს. საგადასახადო ანგარიშგება შპს „X“-ს არ მოუხდენია.
შეფასება
· სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა“. ამასთან, სსკ-ის 983 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით.
· დამფუძნებლისათვის სასტუმრო მომსახურების გაწევა წარმოადგენს უსასყიდლოდ მომსახურების გაწევას, რომელიც ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას საბაზრო ფასის შესაბამისად. საწარმო ვალდებული იყო, აპრილის თვეში ბიუჯეტში გადაეხადა 882 ლარი მოგების გადასახადი (5 000/0,85*15%=882).
ღონისძიებები
· საწარმოს დაერიცხება მოგების გადასახადი და დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად, მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით