საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარმოდგენის ვალდებულება N2705
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარმოდგენის ვალდებულება N2705
ფაქტობრივი გარემოებები
დეკლარირების ელექტრონული სერვისების გამოყენებით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ან გაშვების შემდეგ საბაჟო კონტროლისას საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნილ იქნა საქონლის პრეფერენციული სერტიფიკატის (მათ შორის "რეტროსპექტული" ან საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ,,დუბლიკატი") ორიგინალი პირი
ვარიანტი I: დეკლარანტმა განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტი და არც საბაჟო ორგანოსთვის მოუმართავს დოკუმენტის წარდგენის ვადის გაგრძელებაზე.
ვარიანტი II: დეკლარანტმა განსაზღვრულ ვადაში მიაწოდა ინფორმაცია საბაჟო ორგანოს, რომ ვერ წარმოადგენდა დოკუმენტს.
ვარიანტი III : დეკლარანტმა მოითხოვა დამატებითი ვადა დოკუმენტის. წარმოსადგენად
შეფასება
ვარიანტი I: სახეზეა საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტის წარუდგენლობა
ვარიანტი II: სახეზეა საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის წარუდგენლობა.
ვარიანტი III : დეკლარანტს მიეცა გონივრული ვადა საქონლის პრეფერეციული სერტიფიკატის წარსადგენად
ღონისძიებები
ვარიანტი I: დეკლარანტი დაჯარიმდება სსკ , 175-ე და 178-ე მუხლების შესაბამისად.
ვარიანტი II: დეკლარანტი დაჯარიმდება 175-ე მუხლის შესაბამისად.
ვარიანტი III დეკლარანტი დაჯარიმდება 175-ე მუხლის შესაბამისად, თუკი დათქმულ ვადაში ვერ წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტს.
შენიშვნა: დეკლარანტის მიერ საქონლის პრეფერენციული სერტიფიკატის ორიგინალი პირის წარმოუდგენლობის ან წარმოდგენილი სერტიფიკატის ნამდვილობაზე გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში იხელმძღვანელეთ ,,საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გადასამოწმებლად გაგზავნა N2703’’ - სიტუაციური სახელმძღვანელოთი.